ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მასწავლებლების ინფორმაციით, ბავშვების ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განმარტებას აკეთებს. მათი ინფორმაციით, კვლევით დადასტურდა, რომ წყლით მოწამვლა გამოირიცხა.
"ეროვნული სტანდარტებით გათვალისწინებული პარამეტრებით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქალაქ რუსთავში, სკოლის მოსწავლეების სასმელი წყლით მოწამვლა გამოირიცხა.
კომპანია რუსთავის წყალმა ქიმიური ანალიზი სასმელი წყლის 4 სხვადასხვა ნიმუშზე ჩაატარა.
„აღნიშნული ფაქტი დაფიქსირების შემდეგ მომენტალურად დავიწყეთ მოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს რუსთავის მე-16 სკოლაში ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის.
ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს როგორც შიდა ასევე, ცენტრალური ქსელიდან და ანალიზის პასუხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს.“ - განაცხადა კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დ ირექტორის პირველმა მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






