„კარს ღიას ტოვებდა ხოლმე... არ არის გამორიცხული ვეტერანი შესულიყო“ - რას ჰყვება დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, რომელიც თავდასხმის წინ ესაუბრა
კრიმინალი - 15:38, 08 Feb, 2018     15566
"მხედრიონის" ყოფილი ლიდერი საავადმყოფოში კვლავ მართვით სუნთქვაზეა - დოდო გუგეშაშვილის ოჯახი კი დილიდან სამძიმარს იღებს. გვიან ღამით, 33 წლის ნოდარის ცხედარი ბიძის სახლში გადაასვენეს.

ახალგაზრდას ორი ტყვია - კეფასა და ზურგში აქვს მოხვედრილი.

რაც შეეხება დაჭრილ თადარიგის პოლკოვნიკს, მან შვილის სადისტური მკვლელობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცის.

"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით, დაჭრილს სავარაუდოდ, პალატაში ხვალ გადაიყვანენ და ხვალვე დაკითხავენ. დოდო გუგეშაშვილის მეგობარი და ექიმი, დავით მუხიგული ამბობს, რომ პაციენტს მხოლოდ შვილის შესახებ ამბავი აინტერესებდა.

მისი ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი მისი შვილის მკვლელს იცნობდა, წინაღმდეგ შემთხვევაში უცნობ პირს სახლის კარს არ გაუღებდა.

რაც შეეხება ბრალდებულს მას ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაჭრილია.

ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს.

"ნიუპოსტი" დოდო და ნოდარ გუგეშაშვილების მეგობარს, ზაირა მიქატაძეს ესაუბრა, რომელიც საზარელ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა გუგეშაშვილს, ისინი შეხვედრაზეც კი შეთანხმდნენ, რომ კლინიკაში წასულიყვნენ სადაც მათი მეგობარია მოთავსებული.

„საზარელ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრე, დოდომ 10:27 საათზე დამირეკა. ჩვენი მეგობარი, ვეტერანი იწვა ჩაფიძის კლინიკაში, ვიცოდი, რომ მისვლას აპირებდა, მითხრა გადავურეკავ და შენც გაგაგებინებ დეტალებსო. ვვარაუდობ, რომ როგორც კი დავასრულეთ საუბარი მოხდა ეს ფაქტი“ - აღნიშნა ზაირა მიქატაძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ნოდარ გუგეშაშვილს წარსულში კონფლიქტი ჰქონოდა:

„ყველაფერი დასაშვებია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ პირადად არაფერი მსმენია, ნოდარისგან, რომ ვინმესთან დაპირისპირება ჰქონდა.

მე და ნოდარი ვეტერანთა საბჭოში, წელიწადნახევარი ერთად ვმუშაობდით, უწესიერესი ბიჭი იყო. კონფლიქტი ყველას მოსდის, არ გამოვრიცხავ მასაც ჰქონოდა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რა დონის დაპირისპირება უნდა ჰქონოდა, რომ სასიკვდილოდ გაემეტებინათ ახალგაზრდა კაცი"- თქვა "ნიუპოსტთან" გუგეშაშვილების მეგობარმა.

მიქატაძე ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილს ვალები ნამდვილად ჰქონდა, რადგან დედა-შვილი უმუშევარი იყო, ამასთან მისი თქმით, "დოდოს მკურნალობა ესაჭიროებოდა და ვალებიც ამიტომ დაედო".

"უშიშარი ხასიათი ჰქონდა, როცა სტუმრად მივსულვართ, გველოდა და არასდროს უკითხავს, ვინ არისო. როგორც ჩვენი მეგობრები იხსენებენ, კარიც ხშრად გაღებული ჰქონდა დატოვებული. ჩემთვისაც არასდროს უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა ან ვინმესთვის საინტერესო იყო.მტრული დამოკიდებულება არავისთან ჰქონია. პირიქით, ბოლო პერიოდში ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი იყო.

ვალებს რაც შეეხება, ვალები ნამდვილად ჰქონდა - დედა-შვილი უმუშევარი იყო, ქირით ცხოვრობდნენ, თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივად ესაჭიროებოდა წამლები. როგორც ვიცი, უპასუხისმგებლოდ არავის მიმართ არ მოქცეულა - ერთისგან ისესხებდა მეორეს ჩაასესხებდა, რომ ნაწყენი არავინ დარჩენილიყო. გულგრილად, აგდებულად არავის, არცერთ მოვალეს არ მოქცევია"- განაცხადა დაჭრილი თადარიგის ახლო მეგობარმა და იქვე დასძინა, რომ მკვლეობას და დაჭრას ვალებთან ვერ აკავშირებს:

მიქატაძე გუგეშაშვილების ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზად, წარსული საქმიანობის გამო დოდო გუგეშაშვილზე შურისძიებას გამორიცხავს:

"ნოდარი ჰყვათ სასიკვდილოდ გამეტებული. მას ორი საკონტროლო ტყვია აქვს დახლული. გამოდის, რომ ნოდართან მოვიდნენ, დოდოს შვილის გადარჩენა უნდოდა..." - განაცხადა "ნიუპოსტთან" გუგეშაშვილის მეგობარმა.

მოქატაძე გავრცელებულ ინფორმაციაზეც საუბრობს, მისი თქმით, "არ არის გამორიცხული, რომ დოდოსთან ვეტერანი შესულიყო".

"ამბობენ, რომ დოდომ მკვლელოს ვინაობა იცის, იმასაც ამბობენ, რომ თითქოს ვეტერანი იყო. დოდოსთან ვეტერანი რომ შესულიყო არ არის გამორიცხული, რადგან ამ წრეში ტრიალებდა. ეს ინფორმაცია ნამდვილად არ არის გამორიცხული. დოდო, რომ მკვლელს იცნობდა იქიდანაც ჩანს, რომ სხვანაირად ის ბინაში ასე მარტივად ვერ შეაღწევდა"- აღნიშნა რესპოდენტმა.

კითხვაზე, გარკვეულ ფინანსურ საკითხებს ხომ არ უკავშირდება მკვლელობა და დაჭრა, ზაირა მიქატაძე ამბობს, რომ გუგეშაშვილს ვეტერანთა საბჭო პროექტებსაც კი არ უფინანსებდა.

"ჩვენი სამსახური მას პროქტებს არ უფინანსებდა, სიმართლე გითხრათ მასაც არ ჰქონია ეს მოლოდინი. ჩვენ უბრალოდ ვგეგმავდით და ვახორციელებდით. ჩვენ ერთი კვირით ადრე, აჭარა-გურიაში მივლინებით ვიყავით, დღე და ღამ ერთად ვიყავით, გარკვეული უსიამოვნება მათ შორის ფინანსური რომ ყოფილიყო მას ეს აუცილებლად წამოსცდებოდა"- განაცხადა ზაირა მიქატაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42