რუისი-აგარის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დასრულდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:46, 26 Jul, 2013     852


თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ95-114 (რუისი-აგარა) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები; #1, #2 და #3 (რუისისა და ქარელის გზაგამტარები) გზაგამტარებზე კი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

მიმდინარეობს ხიმინჯების გამაერთიანებელი რკ/ ბეტონის ფილებისა და ბურჯების დგარების მოწყობის სამუშაოები. გზაგამტარებზე მისასვლელე გზების (რამპების) ყრილების მოწყობის სამუშაოები.

დასრულებულია წყალგამტარი მილების მშენებლობა (13 მილზე დასრულებულია ბეტონის ჩასხმა). პარალელურად არმირების სამუშაოები ხორციელდება 6 მილზე.
ასევე, დასრულებულია ბეტონის სამუშაოები 3 მიწისქვეშა გასასვლელზე, სადაც ამ ეტაპზე ხორციელდება უკუჩაყრის სამუშაოები.

news



საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტის აღწერა წარმოადგინა, რომელიც მოიცავს არსებული გზის ნაწილობრივ რეკონსტრუქციას, მიმართულების მცირეოდენი ცვლილებებით და ახალი მიმართულების მშენებლობას.

გზის არსებული მიმართულება 11 კმ-ანი მონაკვეთზე ძირითადად შენარჩუნებული იქნება I კატეგორიის გზის პარამეტრების მისაღებად საჭირო გაუმჯობესებით. ხოლო 8 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მიმართულებით, აგარის შემოვლითი გზა აშენდება.

აღნიშნული გზის კმ.95, კმ 99, კმ 102, კმ 107 და კმ 113-ზე მოეწყობა ორდონიანი გადაკვეთები, სადაც აშენდება 5 გზაგამტარი.
ასევე, ამ მონაკვეთზე აშენდება 3 სახიდე გადასასვლელი.

სახიდე გადასასვლელები:

კმ-104 მდ. ფრონეზე აშენდება ორი პარალელური ხიდი
სიგრძე - 183.5 მ
სიგანე - 14.65 მ
მალების რაოდენობა – 7

კმ.107 – მდ. ფცაზე აშენდება ასევე, ორი პარალელური ხიდი
სიგრძე – 143.6 მ
სიგანე – 14.65 მ
მალების რაოდენობა – 5

კმ109 – გზაგამტარი რკინიგზაზე. Oორივე მიმართულებაზე აშენდება ახალი გზაგამტარები:
სიგრძე – 91.3,
სიგანე – 14.65,
მალების რაოდენობა – 3.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და 2014 წლის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია
"ჩჰინა Nუცლეარ Iნდუსტრი" ასრულებს, დონორი კი მსოფლიო ბანკია.
პროექტის ბიუჯეტი 70,756,744,92 ლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42