როგორც „ნიუპოსტს“ ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელმაც დოდო გუგეშაშვილს დახმარება აღმოუჩინა, აცხადებს, რომ საშინელი ყვირილი გაიგონა. დაჭრილი გუგეშაშვილი უკვე მის კართნ იმყოფებოდა და მკვლელზე მიუთითებდა. მეზობლის თქმითვე, ლურჯ ქურთუკიანი მამაკაცი კიბეზე ჩარბოდა.
„გარეთ საშინელი ღმუილის ხმაზე გამოვედი , სანამ კარი გავაღე, მეორე მეზობელი უკვე ეხმარებოდა დოდოს - სკამზე დასვა. იმდენად სუსტად იყო, თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა. როგორ მოახერხა მეთერთმეტე სართულამდე ჩამოსვლა, არ ვიცი. მახსოვს, რომ მარცხენა მხარეს იყოს დაჭრილი. სისხლი არ ჩერდებოდა, ვინ გამოიძახა სასწრაფო, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მალე მოვიდნენ 11 სართულზე ფეხით ამორბოდნენ. ფეხშიშველი, ნახევრად შიშველი წაიყვანეს სულ სიახლში ამოსვრილი. ძალიან კარგი ქალია დოდო, გამომცემლობა „სამშობლოში“ იოსელიანი და დოდო მოდიოდნენ და ბროშურები მოქონდათ დასაბეჭდი. საკმაოდ ვაჟკაცური და თამამი ქალბატონია, თან გადაგყვებოდა,“ - აცხადებს “ნიუპოსტთან" ერთ-ერთი მეზობელი.
მასალის გამოყენების პირობები






