"ერთი კი შემოვარტყი ხელი, ეს ჰქენი-მეთქი"- რას ამბობს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე სცემა
საზოგადოება - 17:50, 07 Feb, 2018     4835

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში მოსწავლის ცემაში ბრალდებული მასწავლებელი, კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მოზარდი თანატოლებმა დაასმინეს და ამიტომაც "შემოარტყა ხელი", შემდეგ კი ბოდიში მოუხადა.


"ღონისძიება გვქონდა, იქ რაღაც მოხდა. ბავშვებმა ჩამასმინეს, რომ ეს გიორგის გაკეთებული იყო. მეორე დღეს დერეფანში შევხვდი და ერთი კი შემოვარტყი ხელი, შვილო გიორგი ეს რატომ ჰქენი?! მერე გავარკვიე რომ საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილა ეს ბავშვი. ბოდიში მოვუხადე გიორგისაც და მშობლებსაც. გულწრფელად ვინანე, რაც გავაკეთე. მეგონა ეს პრობლემა ამოწურული იყო ამით და ერთი კვირის შემდეგ რა მოხდა ვერ ვხვდები. 37 წელია პედაგოგი ვარ და მსგავსი რამ არასდროს მომსვლია, ამას ვერავინ ვერ დამაბრალებს. 63 წლის ქალს თუ ახლა ამის გამო დამაპატიმრებენ და რას ვიზამ?" - ამბობს მასწავლებელი.

სკოლის დირექტორის თქმით, საქმე შესასწავლად გადაცემული აქვს დისციპლინურ კომიტეტს.

შემთხვევა სკოლაში პირველ თებერვალს მოხდა. მეშვიდეკლასელ ბიჭს, როგორც პედაგოგი ჰყვება, ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენა, რომ მოსწავლეებმა ის მასთან დაასმინეს.

ნაცემი მოსწავლის მშობლები კი, კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ საერთოდ არ მომხდარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42