უსაფრთხოების დაბალ კულტურას არა ერთი უბედურება მოჰყვა. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ მეტრო სადგურ „ ვარკეთილში “ მომხდარი ფაქტიც საკმარისია. ჭერს, რომელიც გარემონტდა ოთხი თვის წინ, ათ წლიანი გარანტია ჰქონდა; თუმცა, ცხადია, მან ათი თვეც ვერ გაძლო.
გამოუსწორებელი ზიანი მიადგებათ რუსთავის გზატკეცილზე მცხოვრებ მოსახლეობას, რადგან მათ საცხოვრებელ კორპუსებს დიდი ხანია ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული, თუმცა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მხოლოდ შენობების გამაგრებას ცდილობს და არ აპირებს მოსახლეობის გასახლებას.(სახელმწიფოს განვითარება ხდება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე). კოროზირებული და ექსპლუატაცია გასული შენობების გამაგრება რამდენად მიზანშეწონილია - ეს სხვა საკითხია; თუმცა უსაფრთხოების პოლიტიკა რომ აბსოლუტურად უგულებელყოფილია დღესავით ნათელია.
ასევე მკაფიოდ იკვეთება ორი ისეთი ფუნდამენტური უფლების ხელყოფა, როგორიცაა სიცოცხლისა და კერძო საკუთრების უფლება.( სახელმწიფო, სადაც კერძო საკუთრება არ არის დაცული, არ შემდგარი სახელმწიფოა).
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ძირითადი ინტერესი მიმართულია არა მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არამედ მინიმალური ფინანსური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღებისკენ. მიუხედავად მოსახლეობის არა ერთი ჩივილისა, გაპროტესტებისა და გზის გადაკეტვისა / 2015წლის 31 მაისი / შედეგად მხოლოდ უმიზნო და უშინაარსო შეხვედრები მოჰყვა.
რა ბედი ეწევა რუსთავის გზატკეცილზე მცხოვრებთ, დღემდე გაურკვეველია! რამდენ ასოცირების დოკუმენტსაც არ უნდა მოეწეროს ხელი, ვერასოდეს მოხდება ქვეყნის რეალური ასოცირება ევროკავშირთან, თუ არ იქნება ადამიანის უფლებები დაცული. მოსახლეობას კი მხოლოდ ერთი რამ დარჩენია - ყველა სამართლებრივი მეთოდით იბრძოლოს საკუთარი კანონიერი ინტერესებისა და მოთხოვნების დასაცავად!
ავტორი: ლუკა მელაშვილი
,,ნიუპოსტი“ ადგილობრივებს დაუკავშირდა, როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული პრობლემის შესახებ მათ არაერთხელ მიმართეს მერიას, ამ უკანასკნელმა კი კრწანისის გამგეობაში გადაამისამართ. რაც შეეხება გამგეობას, მოსახლეობამ პასუხად მიიღო, რომ ავტობანის მშენებლობა საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხეს არ უქმნის.

მასალის გამოყენების პირობები






