„ბავშვს მიმიხედეთო, უთხრა პირველად ვინც მივიდა მასთან, ახლა როგორც ვიცით რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი“, - იხსენებს დოდო გუგეშაშვილის მეზობელი.
დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟს, ნოდარ გუგეშაშვილს მათ საცხოვრებელ სახლში დიღმის მასივში დღეს დილით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ნოდარ გუგეშაშვილი, დოდო გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ.
„კივილი ატყდა, მიშველეთ მიშველეთო, ვიფიქრე ლიფტში გაიჭედა ვიღაცა, რადგან შუქი ჩაქრა, დოდო ყვიროდა, რომელიც მეცამეტე სართულიდან მეთერთმეტე სართულამდე თავისი ფეხით ჩამოვიდა“, - იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი.
არსებობს თვითმხილველი, რომელიც აცხადებს, რომ სავარაუდოდ მკვლელი დაიანხა, მას ლურჯი ქურთუკი ეცვა, იყო შუახნის მამაკაცი და ხელში ლურჯი პარკი ეჭირა.
დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 108 და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






