ყოფილი პარლამენტარი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა
საზოგადოება - 23:00, 06 Feb, 2018     2299

ქართველი პოლიტიკოსი, მედიკოსი და პუბლიცისტი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი (1992-1995, 2012-2016) ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი ოთარ ჩრდილელი წერს.

ფრიდონ საყვარელიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ფრიდონ საყვარელიძემ საშუალო სკოლა 1971 წელს, ხოლო სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი – 1978 წელს ექიმ-კარდიოლოგის სპეციალობით. არის მედიცინის დოქტორი. 1992-2016 წლებში რესპუბლიკური პარტიის და მისი ეროვნული კომიტეტის წევრი. 1989 წლიდან იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის („დასი”, „საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგა”, „პლურალიზმის ცენტრი”, „რესპუბლიკური ინსტიტუტი") — დამფუძნებელი და მმართველი ორგანოს წევრი. არის „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, საგანი — „დიადი წიგნები” 2011-2016 წლებში, 2017 წლიდან "პოლიტიკური იდეოლოგიები".

საყვარელიძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ „სოლიდარობაში“ ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების და დემოკრატიის საკითხებზე.

სხვადასხვა დროს მისი რედაქტორობით გამოიცა: „შენიშვნები ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ“, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლები“, „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“, „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო წამების წინააღმდეგ“.

არის ავტორი წიგნისა „მადამ გილიოტინას საყვარლები“, თანაავტორი წიგნებისა — „საქართველოს კონსტიტუცია (შინაარსისა და საფუძვლების მიმოხილვა)“, „ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა“, „დემოკრატია და ქართული კულტურა“.

ოთარ ზოიძესთან ერთად ქართულ ენაზე თარგმნა მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველის, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნები: „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“, „ცოცხალი რწმენის შესახებ“, „ევქარისტია“, „ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება“. ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42