6 თებერვალს, კიევის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინის დედაქალაქში, გლუშკოვის პროსპექტზე, დააკავეს 42 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი მოდებაძე, მეტსახელად "გეგა ოზურგეტსკი". მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, უკრაინიდან გააძევეს და სამი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
"ის საბერძნეთში ცხოვრობდა და 2014 წლეს "ქურდად აკურთხეს". უკრაინის ტერიტორიაზე, ოდესაში იგი 2017 წელს შემოვიდა, შემდეგ დედაქალაქში გადმოვიდა. უკრაინის მოქალაქეობის პასპორტი მასზე 2013 წელს ქალაქ ლუგანსკში გასცეს, რასაც ახლა ვამოწმებთ," - გაბაცხადა კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშენკომ.
მანვე აღნიშნა, რომ გამოძიების ინფორმაციით, იგი ცდილობდა უკრაინაში თავისი გავლენის დამყარებას და განმტკიცებას, დანაშაულებრივი ორგანიზაციების გაერთიანებას და მათი ფუნქციონირებისათვის საერთო საორგანიზაციო-გამანაწილებელი ფუნქციების შესრულებას. მის გეგმებში, ასევე, შედიოდა კრიმინალური "სხოდკების" ორგანიზება და გავლენის სფეროების გადანაწილება.
მასალის გამოყენების პირობები