ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმე - „ტვ პირველმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მოკლული დავით სარალიძის მამასთან ზაზა სარალიძესთან, რომელმაც გამოძიების მიმდინარეობასა და არსებულ ვერსიებზე ისაუბრა:
„როგორც ჩვენებებს გადავხედე, 25 ადამიანი იდენტიფიცირებულია, შეიძლება მეტიც იყოს და ყველას ჩვენებას გადავხედე ფაქტიურად. კითხვები მაქვს ბავშვებთან, გამოძიებასთან არა, გამოძიებას რაც შეეძლო, ყველაფერი დაადგინა, ბავშვები რაღაცას მალავენ და რას, არ ვიცი. ბავშვებს ვესაუბრე, ჩემი შვილის მეგობრებს, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა იქ, რაღაცის თქმას არიდებენ თავს, იმედია არსებით განხილვებზე ყველაფერს იტყვიან. ვეკითხები მათ ვინ იხმარა დანა? პასუხს მცემენ, რომ არ ახსოვთ. თავს არიდებენ კიტხვაზე პასუხს, არ ვიცი რატომ, ან მენტალობიდან გამომდინარე არიდებენ თავს, ან ვინმემ რამე უთხრა. არ ვიცი სასამართლოზე რა შეიძლება შეიცვალსო, მაგრამ მჯერა, რომ 100 პროცენტიან სიმართლეს ილაპარაკებენ, საზოაგდოებასა და პოლიციას შორის დიდი უფსკრულია და შესაძლოა გამოძიებას არ უთხრეს ყველაფერი. ჩემი აზრით ყველა დამნაშავეა, იმ კონფლიქტში ვინც იღებდა მონაწილეობას, ოღონდ გარკვეულწილად. ექსპერტების დასკვნასაც გადავხედე, გარკვეულწილად იდენტიფიცირებულია ორივე დანა, ორი მკვლელი, რომელზეც დადასტურდა დეენემის ანალიზიც და სისხლის კვალიც. ორივე დაკავებულმა გამოიყენა დანა ჩემი შვილის წინააღმდეგ.
დაახლოებით ასეთი სურათი იყო, შერიგებისკენ მიდიოდა საუბარი, როგროც ჩანს ერთ-ერთმა მკვლელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს შვილს, რომელსაც არ აპატიებდა. სამწუხაროდ დანის დარტყმის პროცესს არავინ მეუბნება, ვერავინ მეუბნება დანა ვინ იხმარა, ეს იცის ოთხმა ადამიანმა, ოთხიდან ორი გარდაცვლილია, ორი საპატიმროშია“, - აღნიშნავს ზაზა სარალიძე.
მასალის გამოყენების პირობები






