„უკუღმაა ეს, ასინეთა“!- ოპოზიცია და გენგეგმა
საზოგადოება - 11:12, 05 Feb, 2018     1766
დღეს საზოგადოების აქტიური განსჯის საგანია ე.წ. თბილისის გეგნგეგმა, თუმცა ოფიციალურად ეს დოკუმენტი სულ სხვა სახელს ატარებს - „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება“ - სწორედ ასეთი დასახელებით 2015 წლის 21 მაისს, გაკეთდა საკონკურსო განცხადება არქიტექტურის სამსახურის მიერ.


ხოლო ის დოკუმენტი - „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რომელიც უნდა განახლებულიყო, 2014 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ქ. თბილისის საკრებულომ. დოკუმენტი დღესაც მოქმედებს და ამიტომ ის განაცხადება, რომ თითქოს ახალი გენგეგმის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, თბილისი სახელმძღვანელო დოკუმენტის გარეშე რჩება, არ არის მართალი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2014 წელს ახალი „გენერალური გეგმის მიღება“ფორმალური მიზეზით დაჩქარდა, რადგან საჭირო იყო განახლებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანათ დოკუმენტის სათაური და ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებით მიიღებულ „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმას“ უბრალოდ შეუცვალეს დასახელება.

კიდევ უფრო საინტერესოა , რომ 2009 წლის დოკუმენტზეც ის ჯგუფი მუშაობდა, რომელიც დღეს ახალი გენგემის ავტორის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ირგვლივ არის შემოკრებილი და ისიც, რომ არსად არ იძებნება 2009 წლის გენერალურ გეგმაზე თანდართული მასალები (მონაცემთა ბაზები, კვლევები, ანალიზები, დასკვნები და სხვ).

როგორც ბევრი სპეციალისტის აღნიშნავს, დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილი დოკუმენტი რეალურად წარმოადგენს 2009 წლის გენგემის კოპირებულ ასლს, რომელსაც ჩაუტარდა კოსმეტიკური ცვლილება და შეიფუთა უფრო „კრეატიულ გარსში“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სახეზე გვაქვს მცდელობა მიიღონ დოკუმენტი, რომლის მხოლოდ სახელი იცვლება და შემუშავებულია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, მასში ასახულია (და ახლაც რჩება) მაშინდელი მმართველი კლანის ეკონომიკური ინტერესები.

„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ ძველი ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა და არის „ქართული ოცნების“ დროს შემუშავებული ერთადერთი დოკუმენტი, რომლის დროულ დამტკიცებასაც „მხურვალედ“ მოითხოვდნენ ირაკლი აბესაძე, მარინა დათუკიშვილი, ელენე ხოშტარია და სხვები.

თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, ნიკა ვაჩეიშვილმა, ეჭვქვეშ დააყენა წარმოდგენილი დოკუმენტის კომპეტენტურობა და სასწრაფოდ მოითხოვა დედაქალაქის გენერალური განვითარების გეგმაზე ყველა პროფესიული სეგმენტის მონაწილეობით ღია დებატების დაწყება.

კერძოდ, დღეს, 5 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში დაგეგმილ შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობა მერს, კახა კალაძეს, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობას, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს, ყველა დაინტერესებულ პირასა და სპეციალისტს იწვევს!

საქმე იმაშია, რომ გენგეგმის ეპოპეა დასასრულს უახლოვდება, დიდი ალბათობით, აქამდე ქართველი და უცხოელი ექპერტების მიერ დაწუნებულ დოკუმენტს თბილისის მერის, ბ-ნი კალაძის , მიერ შექმნილი საერთაშორისო საექსპერტო კომისიაც უარყოფით ვერდიქტს გამოუტანს.

სწორედ გენგემის ამ სახით ჩავარდნის საფრთხემ გააქტიურა ვიღაცები და საქმეში ნაცადი პიარხერხები ჩართეს.

იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც წესი, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ინიცირებულ ყველა პროექტს იწუნებენ (ამასაც დაიწუნებენ) , ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ჯიუტად დაიცავს მუნდირის ღირსებას, არად დაგიდევს დოკუმენტის კომპეტენტურობას და ჯინაზე მაინც დაამტკიცებს გენგეგმას.

არქიფო სეთურისა არ იყოს - „უკუღმაა ეს, ასინეთა! უკუღმა, მარა სულერთია!“

ვერაფერს იტყვით, თითქოს პიარის თვალსაზრისით მშვენიერი სვლაა, თუმცა, ცოტა მეთოდები მოუძველდათ, რაზეც კალაძის კომენტარიც მეტყველებს:

„სადებატო არაფერი აქვთ.“

აშკარად ჩანს, რომ კალაძეს არაფრად ეპიტნავება, რომ ამ გენგეგმის მიღება მის სახელთან იყოს დაკავშირებული და არც იმას დაუშვებს, რომ მისი წინამორბედის პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას დაეკისროს.

გოგი ლორთქიფანიძე, „სახალხო თვითმმართველობა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42