ხულოში დიდთოვლობის გამო სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა
საზოგადოება - 09:57, 02 Feb, 2018     1906

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გაიმართა შტაბის სხდომა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. მუნიციპალიტეტის ხელმძვანელ პირებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ზურაბ პატარაძემ სამსახურების უფროსებისგან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. უამინდობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დღის განმავლობაში ელექტროენერგია 2 000 -მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. რეგიონის ხელმძღვანელი დღესვე „ენერგო-პორ ჯორჯიას“ წარმოამდგენლებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებზე არსებულ დაზიანებების აღმოფხვრაზე მუშაობენ. „ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური გზის მოწესრიგება. ვინაიდან, როგორც იცით აქტიური სამთო-სათხილამურო სეზონია.

გოდერძის უღელტეხილზე დიდი რაოდენობით ტურისტი იმყოფება. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო გზა, უსაფრთხო მიმოსვლა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა სამსახურს მიეცა შესაბამისი დავალება, რათა დროულად მოხდეს გზების გაწმენდა” - განაცხადა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. დღესვე პატარძემ მთის განვთარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, გაზიფიცირება და ინფრასტრქუტურის გაუმჯობესება მთაში ვიზიტორებს მოიზიდავს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, აჭარის მაღალმთიანეთში გზების გაწმედით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში 40 ერთეული ტექნიკა ახორცილებს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს , ხოლო დაბლობში ნახევარ მეტრზე მეტია. უამინდობას ბათუმი-გოდერძის ხულოს მონაკვეთზე პორბლემები არ შეუქმნია. თუმცა უხვი ნალექის გამო შიდა სასოფლო გზებზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია, განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილებისთვის. ხულოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო 20 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი არცერთში არ განახლებულა , სასწავლო პროცესი შეწყდა ასევე 33 საჯარო სკოლაში. ამ დროისთვის ხულოში გამოიდარა, რაც ხელს შეუწყობს გაწმენდითი სამუშაოების წარმართვას და ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42