შუახევის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 20-40 სმ-ია, მაღალ ზონაში ერთ მეტრს გადააჭარბა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შუახევის სამ ბაგა-ბაღში და 17 საჯარო სკოლაში.
ხულოში ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა. ამ დროისათვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1.30-1.50 მ-ს, ხოლო დაბლობში 70-80 სმ-ს მიაღწია.
უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა.
ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს 15 ერთეული ტექნიკა ახორციელებს. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი საგანგებო შტაბის წევრები და ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისების“ თანამშრომლები. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო ხულოს 50 სკოლიდან 33 სკოლაში და ყველა საბავშვო ბაღში. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა ენერგო- პრო- ჯორჯიას ინფორმაციით, სამუშაოები დილიდანვე დაიწყო და დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების აღდგენა
მასალის გამოყენების პირობები






