"დანგრეული სახლი, ფანჯრები მინის გარეშე, სიცივე და სრული მარტოობა" - მარტოხელა მოხუცს დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 14:10, 27 Feb, 2018     2721

საშინელი წარმოსადგენია ის განცდა, როდესაც მარტოდ დარჩენილი ადამიანი ერთ დღეს საწოლიდან წამოდგომას ვერ შესძლებს და შემდეგ უკვე თავისუფლად ვერასდროს გაივლის.

ამ ადამიანის თვალებში ნათლად იკითხება ღრმა მწუხარება და მარტოობისგან გამოწვეული სევდა. მის ირგვლივ არავინაა ისეთი, ვინც ფანჯარას შემოაღებს და ოთახს გაანიავებს, ჭიქა წყალს მიაწვდის, დააპურებს ან თუნდაც ერთ-ორ კეთილ სიტყვას მაინც ეტყვის მორალური მხარდაჭერის მიზნით!

ნახევრად დანგრეული სახლი, ჩამოქცეული ჭერი, ფანჯრები მინის გარეშე, სიცივე და...სრული მარტოობა. გუშინდელი დღე დღევანდელს ჰგავს, დრო თითქოს გაჩერდა და ადგილიდან არ იძვრის. სახლიდან, საიდანაც ერთ დროს ხშირად ჟრიამულის და სიმღერის ხმა ისმოდა, ახლა მხოლოდ ტირილსა და კვნესას თუ გაიგებთ, რომელიც მარტოხელა მგლის ყმუილს ემსგავსება...

ანა ვიბლიანი ყმაწვილქალობიდან მოყოლებული ზუგდიდის ქაღალდის კომბინატში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გახლდათ ახალგაზრდა და ფაქიზი გოგონასთვის მთლად შესაფერისი საქმიანობა, იგი არასდროს გაურბოდა მძიმე სამუშაოს და დაკისრებულ მოვალეობას ხშირად მამაკაცებზე უკეთ ასრულებდა.

ერთხელ, სამუშაოს შესრულების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად მან ხელი დაკარგა, მაგრამ სამსახური მაინც არ მიატოვა და შეძლებისდაგვარად განაგრძობდა საქმიანობას. თბილი, სათნო და მხიარული ხასიათის გამო იგი ყველას უყვარდა, თუმცა ანამ პირადი ცხოვრება ვერა და ვერ ააწყო და... სიბერესაც სრულ მარტოობაში შეხვდა.

საშინელი წარმოსადგენია ის განცდა, როდესაც მარტოდ დარჩენილი ადამიანი ერთ დღეს საწოლიდან წამოდგომას ვერ შესძლებს და შემდეგ უკვე თავისუფლად ვერასდროს გაივლის. ღმერთმა აშოროს ყველას ასეთი უბედურება!

ოთახი, სადაც ეს ხანდაზმული ქალი წევს, არ თბება. მწირი პენსია მას ძლივს ჰყოფნის ელემენტარულ პროდუქტებზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე ათასში ერთხელ შეშას მოუტანს, ერთი ხელით მისი დანთება ნამდვილ ტანჯვას წარმოადგენს.

მეგობრებო, თუ დღეს არ დავეხმარეთ ამ ხანდაზმულ ქალს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს...

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს ანა ვიბლიანის დახმარების აქციას! თუ გაქვთ სურვილი და საშუალება გაიღოთ თანხა მისთვის საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების შეძენის მიზნით, იგი შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა ვიბლიანი) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/286-vibliani/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).

ინფორმაციას დახარჯული თითოეული თეთრის შესახებ ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ჩვენს გვერდზე და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დახმარების ხელს უანგაროდ უწვდის ჩვენს თანამოქალაქეებს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42