სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს კომპანიის არაქართულენოვან თანამშრომლებს, საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. მემორანდუმის თანახმად, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სს ენერგო-პრო ჯორჯიასთან შეთანხმებით, დაგეგმავს და განახორციელებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კომპანიის არაქართულენოვანი თანამშრომლებისთვის ქართული ენის სწავლებას ენობრივი კომპეტენციის A1, A2, B1, B1+ და B2 დონეებზე. ასევე, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე წარმართვას, მსმენელთათვის მოსახერხებელი გრაფიკითა და ენერგეტიკის სფეროს დარგობრივი ლექსიკით გამდიდრებული სასწავლო სახელმძღვანელოების გამოყენებით.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მხარს უჭერს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროექტებს და დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას და სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის სრულყოფას.
ამჟამად, კომპანიის ახალქალაქის და ნინოწმინდას მომსახურების ცენტრების ოცამდე თანამშრომელი სწავლების პირველ საფეხურს გადის.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სახელმწიფო ენის სწავლებას დაიწყებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მარნეულის, ბოლნისის, გარდაბანის და დმანისის, არაქართულენოვანი თანამშრომლები, რომელთაც სურვილი ექნებათ გაიღრმავონ სახელმწიფო ენის ცოდნა.
მასალის გამოყენების პირობები






