,,მარტო ბიოლოგების თავსატეხი არაა ეს.
სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავს.
სს რომ გაჩნდეს - ბიოლოგებმაც უნდა თქვან სათქმელი (მათ შორის).
მაგრამ ბიოლოგები სდუმან.
განსაკუთრებით ბოტანიკოსები და ეკოლოგები. (ენჯეოები არ მყავს მხედველობაში. თუმცა, მაგათი ხმაც ნაკლებად ისმის).
მოკლედ, სანამ ეს წრე შეიკვრება, "შტუდგარტი 21" არა, ქაფურის $$ე!“ - წერს ვასო გაბუნია.
ექსპერტმა ამავე თემაზე ისაუბრა ,,არჩევანის“ ეთერში და განაცხადა, რომ ხეების გადარგვა გარკვეულწილად ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოქმნის. „ევკალიპტები, ძირითადად დაირგო იმის გამო, რომ ჯერ ერთი, ისინი საშრობი, როგორც საშრობი ქაღალდი არის, ასე აშრობენ ჭარბტენიან ნიადაგებს და მერე, ევკალიპტის სუნი არ უყვარს კოღოს,“ - განაცხადა გაბუნიამ.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ამ პრობლემაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ და ამის აღმოსაფხვრელად უნდა იმუშაონ. მან ასევე, აღნიშნა რომ თუნდაც, ეკოლოგები კრიტიკული პოზიც
იის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ, რადგან ისინი ივანიშვილისგან ფინანსდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






