მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კომპანია „ყვარელრემმშენის“ მიერ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით 4 დასკვნა არსებობს.
შპს „რეალ-ექსპერტის“ ადმინისტრაციული დირექტორი, მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით 3 დასკვნა გასცეს.
„ჩვენი დასკვნა მხოლოდ მოცულობების შესრულებებს ადასტურებდა და ხარჯთაღრიცხვის ნაწილში მივეცით სხვაობა ანუ დავაკელით,“ - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მაია ნიკოლეიშვილის თქმით, მათ შიდა სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასკვნა არ გაუვიათ.
„ჩვენს მიერ გაცემულ დასკვნაზე აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ვაგებთ პასუხს. საბოლოოდ, კიდევ სხვა ორგანიზაციამ გასცა, ჩვენთვის უცნობია, ეს დასკვნა. მაგრამ ჩვენ მივეცით ის, რომ გზადაგზა, რომ შესრულებული სამუშაოები არ იყო იმ თანხის და ჩვენ ნაკლები თანხები, საკმაოდ კლება გავაკეთეთ,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






