დავით ყაზახაშვილი - წარმატებული ქართველი მკლავჭიდელი, რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა
სპორტი - 20:01, 30 Jan, 2018     7843

საქართველოს მკლავჭიდელთა პირველი შეჯიბრება 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ამ საქმის თაოსანი იყო ვახტანგ მუსელიანი, რომელმაც შემდგომ ჩამოაყალიბა საქართველოს ნაკრები და მკლავჭიდის ფედერცია.

ჩვენი მიღწევები ამ დარგში იძლევა ყველა შესაძლებლობას რომ ეს სპორტი ჩვენთანაც ისევე როგორც რიგ ქვეყნებში ძალიან პოპულარული იყოს. ჩვენი ბიჭები მსოფლიო ჩემპიონები ისე ხდებოდნენ და ხდებიან კიდეც, რომ მაღალი სტანდარტების სპორტული დარბაზები არ აქვთ.

დღეს ვისაუბრებთ გლდანში მდებარე მკლავჭიდის სავარჯიშო დარბაზზე სადაც ვარჯიშის შედეგად ამ სპორტის არაერთმა წარმომადგენელმა მრავალგზის ასახელა ჩვენი ქვეყანა.

მათ შორის არიან მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები ივანე კბილაშვილი, ნიკოლოზ წერეთელი და ალექსი ფრეწუაშვილი. როგორც ბიჭები აღნიშნავენ გლდანში მდებარე დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც იძლევა სრულ შესაძლებლობას ამ სპორტის მიმდევრებმა ივარჯიშონ სათანადო პირობებში და მოახდინონ შესაძლებლობების მაქსიმალური დემონსტრირება.

ასევე, აღსანიშნავია პროფესიონალი მწვრთნელები რომელებიც ამ დარბაზში მოღვაწეობენ და ძალას არ იშურებენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ამ სპორტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

ერთ-ერთი ასეთი მწვრთნელი მოქმედი სპორტსმენი 2004 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დავით ყაზახაშვილია , რომელიც 2012 წლიდან წვრთნის ზემოთაღნიშნულ სპორტსმენებს და რომელსაც მკლავჭიდელთა განმარტებით ლომის წილი მიუძღვის მათ წარმატებაში .

როგორც ბატონი დავითი აღნიშნავს მკლავჭიდი ფიზიკურთან ერთად დაძაბული ფსიქოლოგიური ბრძოლაც არის, ამიტომ გამარჯვებისთვის საჭიროა, სრულყოფილად ფლობდე სპორტის ამ სახეობის ტაქტიკურ და ტექნიკურ ილეთებს. ყველა ჩემპიონს საკუთარი ტექნიკა და ტაქტიკა აქვს. სპორტის ეს სახეობა თავისი არსით საერთაშორისო და კოსმოპოლიტურია, რამდენადაც მასში ჩადებულია უზარმაზარი ბიოლოგიური აზრი – მკლავჭიდი ყველა მამაკაცს აძლევს საშუალებას, უმარტივესი გზით გამოავლინოს თავისი ძალა და ამით ზიანი არავის მიაყენოს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42