თსუ-ში წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 15:33, 30 Jan, 2018     1399
წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გამოცემის ავტორია “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ჭუმბურიძე, რომელიც 2003-2007 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საბერძნეთის რესპუბლიკაში.

„წიგნში აღწერილია ქართველი პატრიარქის პირველი ვიზიტი ივერონზე. ბევრი მასალა, რომელიც მოცემულია და აღწერილია ამ წიგნში არის უნიკალური, მათ უმრავლესობას პირველად გაეცნობა ფართო საზოგადოება. სწორედ, ამან გამოიწვია საზოგადოების დიდი ინტერესი ამ გამოცემისადმი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ ასახავს 2004 წელს ათონის მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ვიზიტს, რომლის დროსაც მან ასევე მოინახულა დიდი ლავრისა და ქსეროპოტამის მონასტრები. ილია II იყო პირველი ქართველი პატრიარქი, რომელიც ათონის მთას ეწვია და ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოილოცა. წიგნი, რომელიც ფოტოალბომის სახით გამოვიდა, აერთიანებს ელჩის პირად მოგონებებს ისტორიული ვიზიტის შესახებ და უნიკალურ ფოტომასალას.

„მე-10 საუკუნიდან მოყოლებული არც ერთი ქართველი პატრიარქი არ ყოფილა ჩაბრძანებული ათონის მთაზე. ილია მეორე იყო პირველი უმაღლესი სასულიერო პირი, რომელმაც მოილოცა ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი. წიგნში მოცემულია მოკლე ინფორმაცია სწორედ ამ ვიზიტის შესახებ და ჩემ მიერ გადაღებული სურათები, რომელიც ასახავს პატრიარქის ვიზიტს ათონის მთაზე. საკმაოდ მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფოტო, რომელიც პრაქტიკულად არსად არ გამოქვეყნებულა; ეს გახლავთ თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი და ექვთიმე მთაწმინდელის სახარება, რომელიც დაცულია ივერონის მონასტერში. ამ მონასტერში ინახება 30 000-მდე ხელნაწერი, უნიკალური ნივთები, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ეკუთვნის,“- აღნიშნა წიგნის ავტორმა ზვიად ჭუმბურიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, „წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში არამხოლოდ იმიტომ გაიმართა, რომ ავტორი გახლავთ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, არამედ იმიტომაც, რომ ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის, რამეთუ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უზენაეს ღირებულებათა დამკვიდრებაში და ჩვენი სტუდენტების განათლებაში“

ათონის მთას ქრისტიანულ მართლმადიდებლურ რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი უკავია. ივერიის ქართველთა მონასტერი მე-10 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით ქართული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი იყო. სწორედ ამ ცენტრმა განსაკუთრებულად დაახლოვა საქართველო ევროპულ ღირებულებებსა და კულტურასთან. აღსანიშნავია, რომ ივერონის მონასტერში უნიკალური საცავი არსებობს, რომელშიც ასობით იშვიათი ხელნაწერი და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები ინახება. გამოცემაში ასევე წარმოდგენილია თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგისა და ექვთიმე მთაწმინდელის ხელნაწერი სახარების ამსახველი ფოტოები. ეს უნიკალური რელიკვიები ნაწილია იმ დიდი ეროვნული განძისა, რომელიც ივერონის საცავშია დაცული.

წიგნის ერთ–ერთი მთავარი დანიშნულებაა მომავალ თაობებს შემოუნახოს ინფორმაცია ათონის მთაზე პატრიარქის ამ ისტორიული ვიზიტის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42