მათი ინფორმაციით, 2018 წელს 29 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის აჭარაში 86.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა.
"წითელას ნულოვანი მაჩვენებელი არასოდეს არ გვქონია. ცნობილია, რომ 2013-2014 წლებში გვქონდა საკმაოდ დიდი ეპიდემია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გახდა დაავადებული და ამის ძირითადი მიზეზი არაიმუნიზირებულობა იყო, ადამიანები არ იყვნენ აცრილები. ამ პერიოდში და 2017 წელს, ჩვენ 200 ათასი ადამიანი ავცერით წითელაზე, რომ როგორმე შევაჩეროთ წითელას გავრცელების პროცესი. შარშან წითელას 100-მდე შემთხვევა დარეგისტრირდა, პროცესი გრძელდება, 2018 წელშიც გვაქვს შემთხვევები. წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა" - განაცხადა ზახაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






