მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდურლი ჭერის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
„ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






