შპს „ქართული ოცნების“ სახელზე რეგისტრირებულ დაწესებულებას ტურისტები თაღლითობაში ღიად ადანაშაულებდნენ და ყვებოდნენ, რომ მათ კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან კლუბმა 1400-ზე მეტი გირვანქა სტერლინგი ჩამოჭრა. მეტიც, კრისტოფერ უვეიქი აცხადებს, რომ დაცვის პოლიცია მას აშენებდა და მობილური ტელეფონი ჩამოართვა.
როგორც ირკვევა, კრისი ღამის კლუბ „ოთხის“ ერთადერთი მსხვერპლი არ არის. „ნიუპოსტს“ კონკრეტული ადამიანები სკანდალურ ფაქტებს უყვებიან და აცხადებენ, რომ დაწესებულებას კონკრეტული მაღალჩინოსნები მფარველობენ.
27 წლის ახალგაზრდა „ნიუპოსტს“ უყვება, რომ ბარს, მეგობრებთან ერთად, რამდენიმე თვის წინ სტუნრობდა.
„სრულიად შემთხვევით მოვხვდით ამ დაწესებულებაში და, დაახლოებით, ნახევარი საათი დავყავით. შევუკვეთეთ - არც მეტი, არც ნაკლები - 100 ლარის სასმელი. ანგარიში რომ მოვითხოვეთ, დაახლოებით, ხუთმაგი თანხა დაგვისახელეს, რაც რა თქმა უნდა, გავაპროტესტეთ. მათ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც თავდაპირველად მუქარა დაიწყო, შემდეგ კი შემოგვთავაზა, რომ ნახევარი თანხის გადახდის შემდეგ გაგვათავისუფლებდნენ. მას შემდეგ, რაც განგაში ავტეხე და საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟის გამოძახება დავიწყე, ერთ-ერთმა პოლიციელმა გვერდზე გამოყვანა და მითხრა, რომ ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე გაგვიშვებდა. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ხმაური დავიწყე და პოლიციის გამოძახებას ვითხოვდი. ამ ადამიანებს საპატრულო პოლიციის ფორმა ეცვათ, მაგრამ საბოლოოდ, იქიდან ისე გამოვედით, რომ თნხა არ გადაგვახდევინეს,“ - აღნიშნავს მოქალაქე, რომელმაც სახელის გამხელისგან, მოსალოდნელი შურისძიების გამო, თავი შეიკავა.
„გვიყვიროდნენ, არც კი იცით, ვის გადაეკიდეთო, იგივე პოლიციელი იმავე ტერიტორიაზე სხვა დროსაც შევნიშნე, თუ ამ ბარს მაღალჩინოსნები არ მფარველობენ, რატომ არავინ არკვევს, როგორ „წველიან“ ტურისტებს? ჩემი ინფორმაციით, ისინი ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ირჩევენ და შემდეგ, მათზე სწორედ ამ მოტივით ძალადობენ,“ - აღნიშნავს მოქალაქე.
„ოთახის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო ყატარის მოქალაქე მუჰამედ ნადიმმაც, რომელმაც ძველი თბილისის პოლიციას მიმარეთა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა.
ნადიმი ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ბარში 2 თვის წინ, მეგობართან ერთად იმყობედობა. მისი მტკიცებით, 5 ლუდი და 4 კოქტეილი შეუკვეთა, რაც მაქსიმუმ, 290 ლარს შეადგენდა, მაგრამ შანტაჟით და მუქარით საბოლოო ჯამში, 1 500 ლარი გადაიხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხა მას ჯიბეზე არ ჰქონდა, ბარის დაცვამ კი „ყუვედ“ მისი მეგობარი დაიტოვა. ნადიმს წაართვეს კუთვნილი, ძვირათღირებული ტელეფონი, რომელიც მხოლოდ პოლიციაში დაუბრუნეს.
„ბარში გოგონებს მხოლოდ 4 კოქტეილი, მათივე დაჟინებული თხოვნის საფუძველზე ვუყიდეთ. ამ შემთხვევაშიც წინასწარ ვიკითხეთ ფასები, ამტომ არარეალურად მოგვეჩვენა 1 500 ლარი რომლის გადახდას ითხოვდა ეს დაწესებულება. დარწმუნებული ვარ რომ ეს გოგონები კავშირში არიან ამ აფერასთან“- აღნიშნავს ნადიმი.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ამბობს, რომ დაცის პოლიციამ ის აიძულა, კლუბში არსებულ ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და ემუწრებოდა.
„დაცვის თანამშრომელი მიყვიროდა, მხარზე ხელს მკრავდა და აბრახუნებდნენ მაგიდაზე. ბარის თანამშრომელი ვინემ ქეთი, მათ ნათქვამს გვითარგმნიდა, რომლის მიხედვითაც თუ თანხას არ გადავიხდიდით, ციხეში გადაგვიყვანდნენ და შემდეგ დეპორტაციას გაგვიკეთებდნენ. 800 ლარის მოგროვება შევძელით, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილდნენ, ჯიბეში ჩამიყვეს ხელი და ტელეფონი ამომაცალეს. მეორე დღეს პოლიცის მივმართე, სადაც პირდაპირ მითხრეს, რომ ტელეფონი უპრობლემოდ ამეღო, ან სასამართლო დავა დამეწყო, რაც ბევრ დროს წაიღებდა. საბოლოოდ არ ვიჩივლე“- აღნიშნა მუჰამედ ნადიმმა.
ირაკლი ტყემალაძეც ერთ-ერთია, ვინც „ოთახის“ აფერაზე "ნიუპოსტთან" ყვება.
მისი თქმით, დაწესებულებაში მისი მეგობრები უცხო ქვეყნის მოქალქეებთან ერთად შევიდნენ, ლუდი შეუკვეთეს საბოლოოდ კი. 900 ლარის გადახდა მოსთხოვეს.
პრეტენზიის გამოთქმისთანევე, საქმეში „დაკუნთული, კალაშნიკოვინაი დაცვის თანამშრომელი ჩაერთი და იარაღის ტარი ჩაარტყა ერთ-ერთ მოქალაქეს“.
„გოგონების ეპიზოდი ჩემს მეგობრებს ძალიან კარგად ახოვთ, ერთ-ერთი მათგანი მათ მაგიდას მიუახლოვდა და კოქტეილზე დამპატიჟეთო, სთხოვა, ბიჭებმაც დაპატიჟეს, თვითონ ლუდს მიირთმევდნენ, საბოლოოდ, ხელით გამოანგარიშებული ე.წ. ანგარიში მოუტანეს და 900 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ბუნებრივია, ახალგაზდრების მიხრიდან ამან გაღიზიანება გამოიწვია. ამის შემდეგ, ისინი ერთ ოთახში ჩაიყვანეს და ერთ-ერთ მათგანს იარაღის კონდახიც კი ჩაარტყეს. მხოლოდ ერთი ადამიანი გამოუშვეს, მისი ტელეფონი დაიტოვეს და უთხრეს, რომ თუ თანხას არ მოიტანდა, პრობლემები შეექმნებოდა და პრობლემებს შეუქმნიდა მისივე მეგობარს. ამ ბიჭმა მე დამირეკა და ფულის სესხება მთხოვა, საბოლოოდ, გადაიხადეს და გამოუშვეს“ - აღნიშნა ტყემალაძემ.
ტყემალაძის ინფორმაციით, „პეროვსკაიაზე არსებული რამდენიმე ბარი ზუსტად იგივე სცენარით მოქმედებს“.
რაც შეეხება კლუბ „ოთახს“, იქ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, მეტიც სოციალურ ქსელში კლუბმა ოფიციალური გვერდიც კი გააუქმა.
გუშინ კი „რუსთავი 2-თან“ საუბარში კლუბ „ოთახის“ მენეჯერი ამტკიცებდა, რომ მოქალაქემ ბარში 5 007 ლარის ღირებულების სასმელი შეუკვეთა, საბოლოოდ კი 5 000 ლარი გადაიხადა. ბარის პერსონალს არ ახსოვს, კონკრეტულად რა მოითხოვა კრისტოფერ უეიქმა. ამბობენ, რომ ამის ვიდეოჩანაწერიც აქვთ, მაგრამ ჟურნალისტებისთვის მათ არც ვიდეოჩანაწერი უჩვენებიათ და არც შეკვეთის ქვითარი.
აღსანიშნავია, რომ კლუბ „ოთახის“ ბარში ყველაზე დიდი ღირებულების სასმელი „ჩივას რეგალია“, რომლის ერთი ბოთლის ღირებულება 300 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები






