არასამთავრობო ორგანიზაციები უმძიმეს დანაშულზე საუბრობენ და სახელმწიფოს მოუწოდებენ ამ საქმესთან დაკავშირებით უმკაცრესი რეაგირება ჰქონდეს. მათი თქმით, საჭიროა ფსიქოლოგების აქტიური მუშაობა ოჯახთან.
„მინიმუმ, სახეზე გვაქვს არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფა, რაც გულისხმობს მშობლის მხრიდან არასრულწლოვანთა ფიზიკური თუ ფსიქიკური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვას და ა.შ. ასევე, შესაძლებელია, რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულიც გვქონდეს სახეზე - მაგალითად, ოჯახში ძალადობა. უფრო მეტად შესაძლებელია ოჯახში ძალადობა გამოხატული იყოს ფსიქოლოგიურ ძალადობაში, რაც გულისხმობს ისეთ ქმედებას, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას ლახავს. ასევე, შესაძლებელია სახეზე გვქონდეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაც“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ანალიტიკოსმა გოგა ხატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






