ორგანიზებული აფიორა და 5000 ლარის გამოძალვა შპს ,,ქართულ ოცნებაზე“ რეგისტრირებულ ღამის კლუბ ,,ოთახში“
საზოგადოება - 00:46, 29 Jan, 2018     6987
თბილისში რუსთაველის გამზრიზე არსებული ღამის კლუბი ,,ოთახი“ სკანდალში ეხვევა. შპს ,,ქართულ ოცნებაზე“ რეგისტრირებულ კლუბს აფიორასა და 5000 ლარის გამოძალვაში ადანაშაულებენ. უცხო ქვეყნის მოქალაქე კრისტოფერ უეიქი აცხადებს, რომ დაწესებულებაში მხოლოდ 15 წუთით შევიდა, თუმცა დაწესებულების მიმტანმა მას განუცხადა, რომ მომსახურებისთვის 900 ლარი უნდა გადაეხადა.

ბრიტანეთის მოქალაქე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფაქტი გააპროტესტა და ჩეკი მოითხოვა, მობილური ტელეფონი ჩამოართვეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

უეიქი ქართველი მეუღლე სალომე კაჭარავა ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ შემთხვევა 10 იანვარს გამთენიისას, 02:30 საათზე მოხდა. კაჭარავა ამბობს, რომ მეუღლის სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბარის თანამშრომელმა ვეიკის კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან არა 900 ლარი, არამედ 5000 ლარი მოხსნა.

რესპოდენტი ამბობს, რომ მისი მეუღლე ვერანაირად ვერ იხსენებს, თუ რა პირობებში მოხდა მისთვის თანხის ჩამოჭრა.

კაჭარავა ეჭვობს, რომ აღნიშნულ დაწესებულებას პოლიციის თანამშრომლები მფარველობენ, რადგან ღამის კლუბის თანამშრომლები აგრესიით გამოირჩეოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ განყოფილებაში გადაიყვანდნენ. ბრიტანეთის მოქალაქის მტკიცებით კი, მისთვის უცხო მამაკაცები მას მანქანისკენ ექაჩებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბრიტანეთის მოქალაქის მცდელობისა, ამოღებულიყო ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ მან, ძვირადღირებულ სასმელებზე თითქოსდა მთელი ბარი დაპატიჟა, ღამის კლიბის მენეჯერმა, ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

კაჭარავა ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ როგორც მან გაარკვია, თავად ღამის კლუბმა გამოიძაღა დაცვის პოლიცია და ,,გაასაღა, როგორც შს სამინისტროს წარმომადგენლები“.

კითხვაზე, მიმართეს თუ არა მათ შს სამინისტროს, კაჭარავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ვინაიდან მისი მეუღლე ბრიტანეთში კონკრეტული საქმეებით იყო დაკავებული, მათ ინციდენტიდან მალევე მოუწიათ გამგზავრება.

კლუბ ,,ოთახის“ ინციდენტის შესახებ კაჭარავა სოციალურ ქსელშიც წერს.

,,ძალაინ კარგად ორგანიზებული აფიორის მსხვერპლი გავხდით რამდენიმე კვირის წინ, რაც მინდა გაგიზიაროთ და თქვენის მხროვ, გთხოვთ გაავრცელოთ,

მოკლედ საქართველოში ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს კრისი (ჩემი მეუღლე, ბრიტანეთის მოქალაქე და უზომოდ შეყვარებული სქართველოზე, ამჟამად ძალიან იმედგაცრუებული) შეხვდა მის შოტლანდიელ მეგობარს ერთ-ერთ ბარში ახვლედიანის ქუჩაზე (ყოფილი პეროვსკაია), იქიდან გამოსულებმა, სანამ ტაქსი მოვიდოდა შეიარეს იქვე

ერთ ერთ კლუბ-სოროში ოთახი (club Otakhi) https://www.facebook.com/Club-Otakhi-1089695897707431/ (იგივე შპს "ქართული ოცნება", ანგარიში აქვთ გახსნილი TBC ბანკში) სადაც

იყვნენ სადღაც 15 წუთი, ანგარიშის გადახდისას კრისს მოსთხოვეს 900 ლარის გადახდა, რაც , რა თქმა უნდა, გააპროტესტა.

ამის გამო გამოიძახეს დაცვა და კრისს უთხრეს რომ იყო პოლიცია და თუ ამ თანხას არ გადაიხდიდა დააკავებდნენ, თან

ძალიან უხეშად ექცეოდნენ, ჩამოართვეს ტელეფონი და ტენიდნენ მანქანაში, მოკლედ, ამ წნეხის ქვეშ, ისე რომ თვითონ საერთოდ ვერ ხსნის როგორ, ამ ბარმა საბოლოოდ ანგარიშიდან ჩამოაჭრა 5000 ლარი,

ასევე აბსოლუტურად აუხსნელია 900 ლარიდან 5000 ლარამდე როგორ გაიზარდა ანგარიში. ბარის მენეჯმენტი აბსოლიტურად დარწმუნებულია რომ

მან 15 წუთში დალია თურმე ბარში არსებული ყველაზე ძვირიანი კონიაკი (ცხოვრებაში არ გაუსინჯავს კონიაკი) და დაპატიჟა მთელი კლუბი(ნონსენსი!)

მოვითხოვეთ ჩეკი ან ვიდეო ჩანაწერი,

მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერს მივაღწიეთ, უბრალოდ უნდა "ვენდოთ" სიტყვაზე მომუშავე სტაფს...

პირად ზარალზე რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან დიდ ჩირქს სცხებს ჩვენს ქვეყანას ასეთი ხალხი და კომპანიები! აუცილებლად უნდა დაისაჯოს,

ვინც ასე გვიფუჭებს აუხსნელი შრომით მოპოვებულ საერთაშორისო პოზიტიურ იმიჯს!დარწმუნებილი ვარ ჩვენი შემთხვევა არ არის პირველი, და სამწუხაროდ არც უკანასკნელი,

უბრალოდ დიდი სურვუილი მაქვს მინიმუმამდე დავიდეს ასეთი შემთხვევები, ამიტომ გთხოვთ თქვენც გაავრცელოთ, რომ მეტი ადამინი იყოს ინფორმირებული. მადლობა“ - წერს სალომე კაჭარავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42