აღნიშნული საბჭო წარმოადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის აქტივობების კოორდინატორს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სლაბორატორიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, საერთაშორისო დონორებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის სამოქმედო გეგმის მიხედვით უკვე ჩატარებული ღონისძიებები, ასევე იმსჯელეს ცხოველთა ჯანმრთელობის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის, ასევე ვეტერინარიის ხელშეწყობის კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
,,სოფლის მეურნეობა საქართველოს რეალური პრიორიტეტი გახდა. ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე ეფექტური, კონკურენტული და მდგრადი აგრო-სასურსათო სექტორის ჩამოყალიბება. საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიისა და უვნებელი სურსათის წარმოების ხელშეწყობას, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი - მეცხოველეობა განვითარედეს, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის ეკონომიკას" - განაცხადა დავით შერვაშიძე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები.
საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი. ამ დარგის განვითარებას და ხელშეწყობას კი სარგებელი მოაქვს სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის და ერთიანი ჯანმრთელობისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






