ირაკლი კობახიძე სუმოისტ ლევან გორგაძეს იმპერატორის თასის მოგებას ულოცავს.
"გილოცავთ ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას - სუმოისტ ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის მოგებას!
ლევანი არის პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო"- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანში" მიმდინარე ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული მაკუუჩიში მოასპარეზე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი გახდა.
ქართველი მებრძოლი გახდა მესამე ევროპელი და პირველი ქართელი, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.
12 გამარჯვებით და 1 მარცხით ტოჩინოშინი ყველაზე ახლოს იყო მპერატორის თასთან. კაკარიუს ერთი გამარჯვებით ნაკლები ჰქონდა, მე-3 პოზიციაზე მყოფ ტაკაიასუს კი 2 გამარჯვებით.
რაც იმას ნიშნავს რომ ლევან გორგაძე დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთის მოგების შემთხვევაშიც იმპერატორის თასის გამარჯვებული გახდებოდა.
დღეს კი, ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინიმ ბრძოლა მოიგო და იმპერატორისს თასს დაეუფლა.
ტოჩინოშინი გახდა მე-3 სუმოისტი ევროპიდან, რომელიც აღნიშნულ ტიტულს დაეუფლა, მანამდე იმპერატორის თასი ბულგარელ კოტოოშუს და ესტონელ ბარუტოს აქვთ მოგებული.
მასალის გამოყენების პირობები






