ოღონდ ხელი მოგვიწერეთ და ყველაფერზე თანახმანი ვართო - რას ამბობენ თბილისის გენგემის ავტორები
საზოგადოება - 20:30, 26 Jan, 2018     6667
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული „თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა“ (მგგ) სამ ძირითად საკვანძო პოსტულატზეა აგებული: 1) მწვანე ქალაქი 2) შეკავშირებული ქალაქი 3) კომპაქტური ქალაქი.


წარმოდგენილ დოკუმენტში მწვანე ქალაქის კონცეფცია მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ შემოთავაზებულია სულ რამდენიმე ახალი მწვანე სივრცე, აქედან ზოგიერთ მათგანს არასწორი ლოკაცია აქვს. ფაქტობრივად, მწვანე სივრცეების რაოდენობის ზრდას მგგ-ს ავტორები ძირითადად მარტივი მანიპულაციით, რეკრეაციული ზონების კატეგორიიდან ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონებზე გადასვლით გვთავაზობენ. გამწვანების კონცეფცია დოკუმენტში მოცემულია ზოგადი სახით, მით უმეტეს, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ახალხანს დაიწყო მწვანე სივრცეების ინვენტარიზაცია და შესაბამისად, მწვანე ქალაქის კონცეფცია ვერანაირად ვერ იქნება დაფუძნებული რეალურ მონაცემთა ბაზებზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც კი გენგემის დამტკიცებას რეალური საფრთხე შეექმნა, ავტორებმა მაშინვე გაიზიარეს, მანამდე მათ მიერ კატეგორიულად დაწუნებული სმარტ-ქალაქის იდეა თბილისი ზღვაზე და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის იმედით მზადყოფნა გამოხატეს თვალი დახუჭონ რაღაც-რაღაცეებზე.

მგგ-თი შემოთავაზებული შეკავშირებული ქალაქის კონცეფცია მთლიანად აგებულია რკინიგზის ქალაქიდან გატანის იდეაზე, რისი განხორციელების შემდეგაც მმგ გვთავაზობს მთლიანი სარკინიგზო მიმოსვლის ქალაქიდან გატანას და ქალაქის ცენტრში საავტომობილო მაგისტრალის განთავსებას. თუმცა, მსგავსი კონცეფცია დღეს მსოფლიოში მიჩნეულია ქალაქის მართვის ძველ სტილად და ანაქრონიზმად. ბევრი მეგაპოლისი, ისეთები როგორიცაა პარიზი, ბოსტონი, პორტლენდი, სეული, მონრეალი საავტომობილო მაგისტრალებს ურბანულ ბულვარებად გარდაქმნიან; ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ოპერირების ხარჯების შემცირება, ცხოვრების მაღალი ხარისხი, ქალაქის მობილობის მოდელში მანქანის წილის შემცირება.

გენგეგმის ავტორების პოზიცია რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან დაკავშირებითაც, არ არის ნათლად ჩამოყალიბებული და არც შესაბიმისი კვლევებით არის გამყარებული. არც ის საერთაშორისო გამოცდილებაა გათვალისწინებული, რომელიც ქალაქის შიგნით რკინიგზის შენარჩუნების მნიშვნელობაზე მეტყველებს. (მაგალითად, პარიზი და ლონდონი მილიარდობით ევროს ხარჯავს აგლომერაციის ცენტრალურ ნაწილში რკინიგზის სადგურების დასაკავშირებლად).

ამ საკითხზე მგგ-ს ავტორების ბოლო განცხადება, რომლის ადრესატიც თბილისის მერია იყო სრულიად გამაოგნებელი იყო: - ჩვენ კარგი გირჩიეთ და თუ ასე ძალიან გინდათ დარჩეს რკინიგზა, ისე როგორც არისო. თითქოს ან მათი ან თბილისის მერიის გადასაწყვეტი იყოს საქართველოსთვის სტარტეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბედი. რამოდენიმე კინკილა ვაგონი დახრიალებს და მათი ბედი ვის რაში აინტერესებსო, ცინიკურად აღნიშნა მგგ-ს ერთ-ერთმა ავტორმა.

კიდევ ერთი დრომოჭმული მოცემულებაა, ის რომ თბილისი უნდა იყოს კომპაქტური ქალაქი, რომელსაც განაშენიანებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გასვლა არ დასჭირდება, რადგან საკმაოდ ბევრი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ოპტიმალურად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ქალაქის შიგნით არსებული ტერიტორიები. იგულისხმება არა დედაქალაქის საზღვრის, არამედ განაშენიანებული ნაწილის შიგნით ტერიტორიები. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა განვითარდეს ქალაქის ცენტრალური უბნები, ოღონდ რის ხარჯზე და რა რესურსებით, ამაზე პასუხს მმგ-ში ვერსად ნახავთ.

ნებისმიერი წინადადება, რომელიც ზღუდავს ახალ ურბანულ გაფართოებას, არ გახლავთ რეალისტური. ასეთმა ხისტმა პოზიციამ შეიძლება დიდი წინააღმდეგობა გამოიწვიოს ინვესტორებისა და ქალაქის მოსახლეობის მხრიდან, ასევე შეამციროს თბილისის მიმზიდველობა ინვესტირების თვალსაზრისით. დღეს უკვე გაცემულია ნებართვები და არსებობს დიდი მოლოდინები ურბანულ გაფართოებასთან დაკავშირებით და მათი გაუქმება ადვილად ვერ მოხერხდება. რეალურად მივიღებთ ბევრ იურიდიულ დავას, შესაძლო ძვირადღირებული კომპენსაციებით, რომლის დაფარვაც მუნიციპალიტეტის მიერ წარმოუდგენელი იქნება.

თუ ისტორიასაც გადავხედავთ და კომპაქტური ქალაქის იდეის წარმოშობას და განვითარებასაც გავიხსენებთ, ნათლად დავინახავთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ტერმინი კომპაქტური ქალაქი 1973 წელს შემოიღო ორმა მათემატიკოსმა, გეორგ დანცინგმა და თომას საათმა, რომელთა შეხედულებები დღეს მიჩნეულა უტოპიურად იმიტომ, რომ არარაციონალურად ხდება ურბანული რესურსების გამოყენება. გარდა ამისა, კომპაქტური ქალაქის კონცეფცია იგივეა, რაც უმოკლესი მანძილების ქალაქის კონცეფცია, ანუ კომპაქტურობას ვერ განვიხილავთ ახალი სატრანსპორტო ქსელების ან ქუჩების შექმნის გარეშე.

კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი და კარგი კავშირები, ანუ ტრანსპორტის მხრივ ოპტიმიზირებული ქალაქი - ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აქ უმთავრესია ტრანსპორტის საკითხები, რის გარეშეც ზემოთ ნახსენები კომპაქტურობა წარმოუდგენელია. მმგ კი აბსოლიტურად აცდენილია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ დადგენილ სატრანსპორტო დერეფნებს, არ ითვალისწინებს ამავე სამსახურის მიერ შედგენილ სტრატეგიას და საგზაო სქემებს. მგგ-ს მთელი სატრანსპორტო სტრატეგია რამოდენიმე გვერდზეა მოცემული და როგორც დოკუმენტის ავტორები ამბობენ, ის გერმანელი სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული, თუმცა, დღემდის ეს გერმანელები არავის უნახავს.

ტრანსპორტის საკითხებში მგგ-ს ავტორების პოზიციის ფერიცვალება არანაკლებ გამაოგნებელია. ისინი აქამდე „ხმალამოღებული“ იცავდნენ არარსებული გერმანელი პარტნიორების მიერ წარმოდგენილ რამოდენიმე ფურცლიან სტრატეგიას და აპელირებდნენ, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული კვლევები იდგა და ამას გერმანელები წარმოადგენდნენ როგორც კი საჭირო გახდებოდა. მაგრამ როგორც კი დღის წესრიგში დადგა, არქიტექტურის სამსახურის მიერ ამ კვლევებთან გაცნობის მოთხოვნა, მგგ-ს ავტორებმა ხელი საკონკურსო დავალებისკენ გაიშვირეს, მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილაო.

მონაცემთა ბაზები, კვლევები, განსახორციელებელი პროექტების ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება, ფინანსური გათვლები - ამ ყველაფრის არ არსებობა, არანაირ „უხერულობას“ არ იწვევს პროექტის ავტორებში. არ ყოფილა მოთხოვნა და ამ თემებზე არც გვიფიქრიაო.

რაც შეეხება მათთვის სასურველ ფერებში, თბილისი რუქის გაფერადებას, პროექტის ავტორები არად დაგიდევენ დაახლოებით 30.000 კერძო მესაკუთრის კონსტიტუციურ უფლებების შელახვას და კერძო საკუთრების ხელყოფას. ჩვენ ასე ვხედავთ ქალაქის ზონალობას და თუ რაიმე პრობლემა იქნება, ეს საკითხი მერიის და კერძო მესაკუთრის მოლაპარაკების საგანი უნდა გახდესო.

მგგ-ს ავტორებმა ბოლოდროინდელი განცხადებებით თბილისის მერის მარტივი გზავნილი გაუგზავნეს: - ჩვენ საკონსულტაციო კომპანია ვართ, გაგიზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და სურვილები (სადღეგრძელოები) და ეხლა გინდათ მიიღეთ და გინდა ნუ მიიღებთო, თუმცა მზად ვართ რასაც მოგვთხოვთ გავიზიაროთო. ანუ ხელი მოგვიწერეთ, დახარჯული 2 მილიონზე პასუხი არ მოგვთხოვოთ, დარჩენილი 800.000 ლარიც მოგვეცით და თქვენც კარგად და ჩვენც კარგადო.

ბ-ნი კალაძის პასუხიც მარტივი იყო: - თქვენს ნაშრომს წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტები შეაფასებენ და ამ დასკვნების შედეგებით გადავწყვიტოთ თქვენი ნაშრომის ბედიო.

იმედი გვაქვს რომ ბოლო-ბოლო უცხოელი ექსპერტების დასკვნების შემდეგ მაინც დასრულდება ის არჯანსღი პროცესი, რაც ამ არაკვალიფიცირებული დოკუმენტის ირგვლივ ვითარდება და რომელმაც დედაქალაქს თითქმის 3 წელი და 3 მილიონი ლარი დააკარგვინა უკვე.

ჯუმბერ ჯალაღონია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42