როგორც „ნიუპოსტს“ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განუცხადა, რეფორმის წინაშე ბევრი პრობლემა დგას და მის სრულად განხორციელებას მრავალი წელი დაჭირდება მაგრამ 21-ე საუკუნეში აუცილებელია მთავრობამ უზრუნველყოს ტაქსოკომპანიების მეტად განვითარება რათა მომხმარებელმა და ტურისტებმა კარგი ხარისხი მიიღოს.
„რეფორმის წინაშე გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელიც ეხება სატაქსო მომსახურების გარკვეულ დონეს რაც საკმაოდ დაბალია ჩვენს ქვეყანაში, რადგან ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებია, რომლებიც ტაქსის მომსახურებას სთავაზობენ მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს. ეს საერთაშორისო დონეზე ჩვენს იმიჯზე აისახება. მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ამბიცია, იყოს მოწინავე ტურისტული თვალსაზრისით. ეს პრობლემები გასაგებია და მისი ადექვატურად შეფასება არის საჭირო. სატაქსო სერვისის რეგულირება ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70იანი წლებში დაიწყო, სადაც საკმაოდ მკაცრი იყო. განსაკუთრებული სიმკაცრით კი, ლონდონი გამოირჩეოდა. თუმცა, 21-ე საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, როდესაც აპლიკაციებმა გაჩნდა, მომსახურების ახალი სერვისი, რომელიც არის ბევრად ხელმისაწვდომი, კომფორტული და მოქნილი ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს ამ რეგულაციების დერეგულირება ანუ მათ გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ გაათავისუფლეს გადასახადებისგან ტაქსოკომპანიები. ამით დაიწყო ჯანსაღი კონკურენცია ჩვეულებრივ ტაქსის მღოლებსა და კომპანიებს შორის.
როგორც კი საქართველოში, რეგულირება დაიწყება, ტაქსების უმრავლესობა მოხსნის ტრაფარეტს და გადაინაცვლებს აპლიკაციებზე. საქართველოში თვალს თუ გადავავლებთ მიმდინარე მდგომარეობას შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ტაქსოკომპანიები არ არსებობს. ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ვერ მოდიან კონკურენციაში ე.წ. ტაქსისტებთან რადგან, იხდიან გადასახადებს და ექცევიან ფინანსური რეგულაციების ქვეშ ჩვეულებრივი ტაქსისტები ამ გადასახადებს არ იხდიან სწორედ, ეს არის უთანასწორო პრინციპი. კომპანიები, ვერ ავითარებენ თავიანთ სერვისს აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში კომპანიები იხურება და კოტრდება. შესაბამისად, ინვესტიციების მხრივაც ეს სფერო არ არის მიმზიდველი.
ჩვენ შეგვიძლია შევიმუშავოთ სატაქსო სერვისის განვითარების სტრატეგია პროგრამა, შესაბამისი კანონმდებლობის ღონისძიებებით. პირველ რიგში, კომპანიები გავათავისუფლოთ გადასახადებისგან- ანუ მოვუხსნათ ფინანსური რეგულაციები და ეს სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან მნიშვნელოვნად აისახება ტურისტულ პოტენციალზე. სახელმწიფომ სხვდასხვა წამახალისებელი სერვისებით უნდა შეთავაზონ კომპანიებს მაგ: მძღოლების გადამზადების და ენის შემსწავლელი კურსები რათა იყოს სტიმული ამ სფეროს განვითარების. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ, საქართველოში ძალიან ბევრ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტებს და ეს სფერო გახდება მოთხოვნადი და მიმზიდველი ტურისტული ინვესტიციებისთვის“ - აღნიშნა ურუშაძემ.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმი დირექტორის თქმით, საქართველოში ტაქსების რეგულირება დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელს, რაც ასევე ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი წინსვლა იქნება.
„რაც შეეხება უკუკავშირს, რომ ამით ვინმე შეიძლება უმუშევარი დარჩეს, მე ამას ვერ გავიზირებ, რადგან კომპანიების სიმრავლით საქართველოში თავისთავად ბევრი სამუშაო ადგილები გაჩნდება. შესაბამისად, ბევრად უფრო შემოსავლიანი გახდება კომპანიაში დასაქმება ინდივიდუალური მძღოლებისთვის, ვიდრე ისინი დღეს ცდილობენ კომერციული შემოსავლის პოვნას, მძღოლი არ შეიძლება იყოს პროფესიონალი და ამავდროულად საკუთარი თავის მენეჯერი და ყიდდეს სერვისს. ამისათვის არსებობს კომპანიები, რომლებსაც პროფესიონალური გუნდი ყავთ და შესაბამისად ყიდის პროდუქტს, რომლებიც სერვისის გაუმჯობესებაზე არიან ორიენტირებული. ბოლოს მინდა ვთქვა ის, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, დროში გაწელილი პროცესია მაგრამ თუ ამ რეფორმის ნელნელა განხორციელებას დავიწყებთ და ყოველწლიურად მოხდება განვითარება, მივაღწევთ იმ კონდიციას, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






