კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 იანვარს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეეზღუდება:
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხარფუხის, ცურტაველის და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუნკერთა ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქვესადგურში „დიღომი-35“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






