რა პრობლემები შეექმნება საზოგადოებას ტაქსების ლიცენზირებისას - თბილისის მოსახლეობისთვის ტაქსი გაძვირდება?
საზოგადოება - 18:07, 25 Jan, 2018     2549
თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას იწყებს. ავტომობილი, მართვის მოწმობა და ტაქსის ტრაფარეტი - ეს ის ძირითადი სამი კომპონენტია, რომელთა არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტაქსით მომსახურეობის სერვისი განახორციელოს. „ნიუპოსტი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ,,საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარეს დავით მესხიშვილს დაუკავშირდა.

როგორც მესხიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რეფორმის ძირითადი ანალიზი გაკეთებული არ არის და შესაბამისად ბევრი კითხვა არსებობს.
„ჩემთვის გაუგებარია, თბილისის მერიას ამ ლიცენზირებით რა სურს. მე პირადად ამაზე გარკვეული კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. მოვისმინეთ, რომ ეკოლოგიური პრობლემები არმოიფხვრება, ტექნიკურად გამართული იქნება ტაქსები და საცობებისგან განიმუხტება ქალაქი, არცერთი ამის შესაბამისი არ არის ბუნებრივია ჩნდება კითხვა- რისი მიღწევა სურს თბილისის მერიას ამით?!- თუ ჩვენ ევროპულ გამოცდილებას გადავხედავთ, ევროპაში ბევრ ქვეყნაში არის ლიცენზირებული, სადაც ეს ღირს 10-15 000 დოლარი და მეტიც ეს შეიძლება იყოს. რამდენიმე მიზეზი დაასახელეს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანუ გამოდის, რომ მხოლოდ ტაქსის მღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი? - გაუგებარი მოთხოვნაა, მითუმეტეს კარგად ვიცით, როგორ გაიცემა ჯანმრთელობის ცნობა 15-20 ლარად. საუბარი იყო ასევე ნასამართლეობაზე, თუ ადამიანმა სასჯელი მოიხადა რატომ უნდა აეკრძალოს მას მუშაობა? - ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხორციელდება რათა მომავალში რაღაც საგადასახადო რეგულაციები შემოიღონ.

მერია ამბობს, რომ ტაქსების ლიცენზირებისას გადასახდელი იქნება რაღაც თანხა, რათა ტრაფარეტი ქონდეს ტაქსს, უკაცრავად და ტრაფარეტის გარეშე ისედაც არავინ გვინახავს მგონი ტაქსი... მოკლედ მთელი რიგი კითხვები არსებობს ამ რეფორმის ჩასატარებლად, რისთვისაც ჩემი აზრით მზად არ არიან, რადგან როდესაც ამგვარ განცხადებას აკეთებ უნდა გამოაქვეყნო პირველი, მეორე და მესამე ეტაპზე თუ რას აპირებს, რადგან მძოლსაც არ ეძლევა საშუალება გათვალოს, უღირს კი ამ საქმიანობის გაგრძელება? - შეიძლება არც უღირდეს. გაკეთდა განცხადება, რომელსაც არანაირი გაშიფვრა და განმარტებები არ მოჰყვა" - განაცხადა მესხიშვილმა.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, როდესაც მსგავსი რეფორმა ტარდება აუცილებლად გაძვირდება ტაქსით სარგებლობა, რადგან საგადასახადო რეგულაციები დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

„ტაქსები გაძვირდება მარტო იმიტომ, რომ საგადასახადო რეგულაციებით ტაქსის მღოლებს ბევრ ხარჯებთან არის დაკავშირებული და გაძვირება გამოიწვევს იმას, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის რომლისთვისაც 3-4 ლარად მგზავრობა მისაღებია, ეს მოიმატებს და მოუწევს უარის თქმა ტაქსზე. შესაბამისად მოთხოვნა გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მაგრამ ქალაქში ავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი. ასე, რომ სრული ანალიზი არ არის გაკეთებული და მხოლოდ არის სურვილი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უკეთესი ტაქსი ღირს უფრო ძვირი" - აღნიშნა დავით მესმიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42