8 თებერვალს საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა
სპორტი - 13:59, 25 Jan, 2018     5672
თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას პარტნიორობით, 8 თებერვალს, საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა. მსოფლიო თასის ტურის ორგანიზებას კოკა-კოლა უზრუნველყოფს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს სთავაზობს, საფეხბურთო სფეროში გამორჩეული ჯილდო საკუთარი თვალით იხილონ და მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთონ.

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა.

FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს გაივლის.

FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისის აეროპორტში 8 თებერვალს შემოვა. ამის შემდეგ თასი თბილისი მოლის შენობაში გადაინაცვლებს და მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეეძლება.

ყველა სიახლე, მათ შორის ღონისძიებების თარიღები, ექსკლუზიური ინტერვიუები, ფოტო-ვიდეო მასალა FIFA-ს მსოფლიო თასის ტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ FIFA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.fifa.com/trophytour, ოფიციალურ Facebook გვერდზე www.facebook.com/trophytour და Instagram-ის გვერდზე https://www.instagram.com/trophytour/.

FIFA-ს მსოფლიო თასი მსოფლიოში აღიარებული და ფასდაუდებელი სპორტული სიმბოლოა, მისი შეხება ადამიანების ძალზედ ვიწრო წრეს შეუძლია, მათ შორის FIFA-ს მსოფლიო თასის გამარჯვებულებს და სახელმწიფოს მეთაურებს. თასი ოქროსგანაა დამზადებული და 6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს. რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს საკუთრებაში, გამარჯვებულ გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს იგი, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42