მომღერალი სოფო ბედია 2018 წლის გეგმებზე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, მომღერლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიმდინარე წლისთვის მეორე შვილია:
„არასდროს ვმალავდი და ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი მთავარი ოცნებაა, ნიკუშას დედმამიშვილი ჰყავდეს. მინდა 2018 წელს მას ღმერთმა დაიკო ან ძამიკო აჩუქოს. ამ წლის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, თუმცა ნამდვილად არ მაქვს იმის სურვილი, რომ ყოველ წამს დაინტერესდნენ, მე და მიშა მესხი ცხოვრების რა ეტაპზე ვართ. ამდენი შეკითხვები დისკომფორტს მიქმნის. მგონი, უშვილო არ ვარ, რადგან ნიკუშა მყავს. ოჯახის წევრების გარდა, უკვე თითქმის ყველა მეკითხება, მეორე შვილს რატომ არ ვაჩენთ, რაც გამაღიზიანებელია. მეც და მიშასაც არანორმალურად გვიყვარს ბავშვები და როცა გვეკითხებიან, რას ვაპირებთ, განვიცდით.
მიშას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ გული სტკივა, როცა ამას ეკითხებიან, მაგრამ არ იმჩნევს. ბოლო პერიოდშიც ვიყავი ფეხმძიმედ, მაგრამ ეს ამბავი ცუდად დასრულდა. ყვლაფერი რიგზეა, უბრალოდ, ალბათ იმ ეტაპზე უფლის ნება არ იყო. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ წელს მაინც მაჩუქოს შვილი. თუ არა და, როცა ინებებს, მაშინ იყოს“, - აღნიშნავს სოფო ბედია.
მასალის გამოყენების პირობები






