ფეხბურთში ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა - EURO-2020-ზე მოხვედრის რეალური შანსი
სპორტი - 23:36, 24 Jan, 2018     5410

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფას ერთა ლიგის წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ. ახალი სანაკრებო ტურნირის D ლიგის 1 ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ყაზახეთი, ანდორა და ლატვია იქნებიან. ჯგუფური ეტაპი 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება.

წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პირდაპირ გასვლის შანსი აქვს. ამისთვის, მან ჯერ საკუთარ ქვეჯგუფში უნდა დაიკავოს პირველი ადგილი.

2019 წლის მარტში დაიწყება ევროპის ჩემპიონატის ტრადიციული შესარჩევი ტურნირი. შეიქმნება 10 (5 და 6 გუნდიანი) ჯგუფი და ამ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ ფინალურ ეტაპზე გამოსვლის საგზურს.

რაც შეეხება დარჩენილ 4 ადგილს - აქ უკვე "ევროპის ერთა ლიგის" ოთხივე ლიგაში, ქვეჯგუფებში გამარჯვებულებისგან შეიქმნება თითო-თითო ჯგუფი. თუ რომელიმე ქვეჯგუფში გამარჯვებული უკვე გასული იქნება ევროპის ჩემპიონატზე, იგი თავის ადგილს მეორე ადგილოსანს დაუთმობს. გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან, შემდეგ გაიმართება ფინალი და თითოეულ ლიგაში გამარჯვებულები "ევრო-2020" საგზურს მოიპოვებენ.

კენჭისყრის სრული შედეგები ასეთია:

ლიგა A

ჯგუფი 1: გერმანია საფრანგეთი, ნიდერლანდები

ჯგუფი 2: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია

ჯგუფი 3: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი

ჯგუფი 4: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

ლიგა B

ჯგუფი 1: სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი

ჯგუფი 2: რუსეთი, შვედეთი, თურქეთი

ჯგუფი 3: ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია

ჯგუფი 4: უელსი, ირლანდიის რესპუბლიკა, დანია

ლიგა C

ჯგუფი 1: შოტლანდია, ალბანეთი, ისრაელი

ჯგუფი 2: უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი, ესტონეთი

ჯგუფი 3: სლოვენია, ნორვეგია, ბულგარეთი, კვიპროსი

ჯგუფი 4: რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ლიტვა

ლიგა D

ჯგუფი 1: საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა

ჯგუფი 2: ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან-მარინო

ჯგუფი 3: აზერბაიჯანი, ფარერის კუნძულები, მალტა, კოსოვო

ჯგუფი 4: მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი


__________________________________________________

გაგაცნობთ ერთა ლიგის ფორმატს.

UEFA-ს ერთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად 2017 წლის ოქტომბერში დამტკიცდა.

ერთა ლიგის პირველი გათამაშება სტარტს 2018 წლის სექტემბერში აიღებს, ხოლო ფინალური ეტაპი 2019 წლის ივნისში გაიმართება.

უეფას ერთა ლიგაში 55 ევროპული ნაკრები ოთხ დივიზიონში გადანაწილდა. გადანაწილების დროს გამოყენებულ იქნა UEFA-ს და არა FIFA-ს რეიტინგები.

A ლიგა: გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ისლანდია, ბოსნია;

B ლიგა: ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, უკრაინა, ჰოლანდია, ჩრდ. ირლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, უნგრეთი;

C ლიგა: საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვენია, ისრაელი, სერბეთი, დანია, ბულგარეთი, ალბანეთი, შოტლანდია, მონტენეგრო, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სომხეთი;

D ლიგა: ესტონეთი, ფინეთი, ბელარუსი, საქართველო, ფარერები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.

A და B დივიზიონში 12-12 გუნდია და მათ 4-4 სამგუნდიან ჯგუფს შექმნეს. C დივიზიონის 15 ნაკრებისგან შეიქმნა ერთი სამგუნდიანი და სამი ოთხგუნდიანი ქვეჯგუფი, ხოლო D დივიზიონს, მასში 16 ნაკრებია და ისინი საბოლოოდ 4 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

B, C, D ლიგების გამარჯვებულები, შემდეგი ტურნირისთვის, ერთი საფეხურით მაღლა მდგომ ლიგაში გადავლენ, ხოლო A, B, C ლიგების დამარცხებულები - ჩამოქვეითდებიან.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42