თსუ-ში მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 18:20, 24 Jan, 2018     1528
ზოგადი განათლების მიზნებსა და პერსპექტივებს მიეძღვნა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიში „განათლების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზების ძიება“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მომზადებული ანგარიში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო ბანკი აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მხოლოდ განათლების თემას ეძღვნება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა თუ როგორი დამოკიდებულებაა განათლების განვითარებასა და დაფინანსების სისტემას შორის; როგორ არის განვითარებული მასწავლებელთა მომზადების სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო ბევრი პარამეტრით საკმაოდ კარგ დონეზეა, თუმცა, გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ეს განსაკუთრებით ეხება მასწავლებლების მომზადების დონის ამაღლებას და დაფინანსების სისტემის ცვლილებას.“

„განათლების ხარისხში მეტი ინვესტიცია არის ის რეკომენდაცია, რომელსაც მსოფლიო ბანკი იძლევა და რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმებით. შესაბამისად, ხარისხიანი განათლების სისტემისთვის, ჩვენ ვეცდებით, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით უფრო მეტი ფინანსური, საკადრო და ტექნიკური რესურსი გავაჩინოთ,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

„ჩვენი მიდგომა არის კომპლექსური. ვცდილობთ, საერთაშორისო პრაქტიკა გავიზიაროთ. ეს არის ზოგადი სისტემა, რომელიც ყველა კომპონენტს მოიცავს,“ - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ძირითადი ფოკუსი განათლებაზე გაკეთდა:

„ჩვენ ვლაპარაკობთ სწავლაზე და არა მხოლოდ სკოლაში სიარულზე. რა რჩება სკოლიდან გამოსვლის შემდეგ - ეს არის მთავარი და ამაზე მუშაობაა მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობა ძალიან მოწადინებულია და დიდი მადლობა მას ამისთვის.“

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე არაერთ პროექტშია ჩართული. მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებული შეფასება საქართველოს ზოგადი განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის და გაცემული რეკომენდაციები ხელს უწყობს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებას, რაც თითოეული მოსწავლის შედეგებზე აისახება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42