დაკავებული მსახიობი საზოგადოებას, მხარდამჭერებს და სამოქალაქო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„აქცია რომ იგეგმება და ა.შ. ამაზე საქმის კურსში ჩავაყენე. ყველას მოუწოდებს აქტიურობისკენ, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი პრობლემა, ეს არის საზოგადო პრობლემა და ბახალა აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელზეც გადატყდა ჯოხი ამ შემთხვევაში და ამგვარი პრობლემით ათასობით ადამიანი იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უაზროდ დიდ სასჯელებს. რაც შეეხება ჩადებებს, ეს კიდევ ცალკე თემაა. პრაქტიკულად ორმაგი მსხვერპლია იმიტომ, რომ პრაქტიკის მსხვერპლიც არის და უსამართლო კანონის მსხვერპლიც. შესაბამისად ეს მხოლოდ მისი პრობლემა არ არის და ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა,“-განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
გარდა აქციისა, სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა პეტიცია სახელწოდებით : შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი - იგივე „ბახალა“ - ამ მომწოდებით, საკუთარი მხარდაჭერის გამოხატვა, facebook-ისგვერდზე ყველა მსურველს შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები






