ეკო სმარტ ქალაქი - შეუძლებელია, ასეთი იდეა დაიწუნო
საზოგადოება - 13:13, 24 Jan, 2018     1918
წარმოიდგინეთ: სუფთა, უსაფრთხო, მწვანე, ბუნებაში გაშენებული, ინოვაციური ტექნოლოგიებით, მინი სმარტ ქალაქი - დედაქალაქში. სწორეს ასეთი კონცეფცია აქვს პროექტს, რომელსაც „ჯინო გრინ სითი“ საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად განახორციელებს. პროექტი რამდენჯერმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. პროექტის ერთი ნაწილის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, მეორე ნაწილზე გრგ უკვე გაცემულია, ხოლო მესამე და ყველაზე დიდ ნაწილზე მიმდინარეობს გენერალური გეგმის დამუშავება. თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შენიშვნები „ჯინო გრინ სითი კორპორაციამ“ უკვე გაითვალისწინა.


თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ თანახელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე:

როდესაც „ჯინო გრინ სითიმ“ პროექტის პირველადი ვარიანტი წარმოადგინა, ჩვენ გვქონდა გარკვეული შენიშვნები, რომელიც საინვესტიციო ჯგუფს მივაწოდეთ. ჩვენი ცალსახა რეკომენდაცია იყო, განაშენიანების ზონა ზღვიდან მოშორებით ყოფილიყო და გადანაწილებულიყო საავტომობილო გზის ზედა მხარეს და, როგორც ვიცით, მიწოდებული შენიშვნების გასწორება, განხორციელდა დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ. ზოგადად კარგია და მოსაწონია, როცა ასეთი მნიშვნელოვან პროექტის (მწვანე, ეკო, ინოვაცია, სმარტი) მომზადებაში ავტორიტეტული, მსხვილი, მსოფლიო დონის აღიარებული პროფესიონალები ერთვებიან. „მწვანე კოპენჰაგენის“ პროექტის ავტორმა „რამბოლმა“ სწორედ აღიქვა ჩვენი ჯგუფის სურვილები და პროექტშიც გაითვალისწინა.

- როგორც ცნობილია, ზღვის განაშენიანების იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში არსებობდა და უკვე პროექტიც იყო მზად, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოესწრო. რამდენად იზიარებთ თვითონ განაშენიანების იდეას?

რა თქმა უნდა, მახსოვს ეს პროექტი, გარდა ამისა, არსებობდა კონკრეტული დავალება თბილისის წყლის მიმართ წყალდაცვითი პროექტის შესამუშევებლად. სამწუხაროდ, ის დღემდე არ არსებობს. თუკი ასეთ პროექტს რომელიმე კომპანია ხელს მოკიდებს, თბილისის ზღვის ტერიტორიას ექნება განაშენიანების კონკრეტული კონტურები.

- თვითონ ეკოქალაქი თავის კონცეპციით რამდენად მოგწონთ?

პროექტი საინტერესოა, და ეს არაერთხელ აღმინიშნავს. შენიშვნები, რომელიც ჩვენ გავეცით, შეეხო ქალაქგეგმარებით და არქიტექტურულ ნაწილს. სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა კიდეც პროექტში ცვლილებები. „ჯინო გრინ სითი კორპორაციას“ ქალაქის განახლების იდეა აქვს: ელექტრო-ტრანსპორტი, ეკოგარემო, მწვანე ენერგიები, დიდი მწვანე პარკის გაშენება ზღვის გარშემო. ეკო-სმარტ-ქალაქი - შეუძლებელია, ასეთი იდეა დაიწუნო. პირიქით, მისასალმებელია, როდესაც კერძო ინვესტორი დაკავებულია საქალაქო სარეკრეაციო სივრცეების მოწყობით - ამას არაფერი სჯობს. თბილისს და თბილისელებს ეს უნდა უხაროდეთ. ეკო სმარტ სითის აქვს შანსი, რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42