თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზი დაუდგინდა - აღნიშნულთან მიმართებით, ბაღის შენობასა და სასწავლო კლასებში შესაბამისი პრევენციული პროცედურები ჩატარდა. სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება ბაღის 28 აღსაზრდელსაც.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.
„ჩართულია პროცესში ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულიოზის ეროვნული ცენტრი, რომელიც ატარებს შესაბამის ღონისძიებებს. უშუალოდ იმ ჯგუფში, სადაც პედაგოგს ჰქონდა შეხება, კვლევები ჩაუტარდებათ ბავშვებს. ასევე, ბაღის თითოეული თანამშრომელი გაივლის გამოკვლევას და აქედან გამომდინარე დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები,“ - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






