„მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის კუთხით გამოწვევების წინაშე დგას“ - მესამე სექტორი „ბასიანის“ საქმეზე
საზოგადოება - 14:43, 20 Jan, 2018     1688

არასამთავრობო ორგანიზაციები ღამის კლუბ „ბასიანის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურებიან:

„ვეხმიანებით კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 იანვარს კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა კლუბის თანამშრომლებსა და თამაზ ქვლივიძეს შორის, რის შედეგადაც დაჭრილია კლუბის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე.

აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ, ორი პირის დაჭრის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის დანაშაულებში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ინფორმაციისთვის, ბადრი შონია იგივე მოსამართლეა ვინც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ჯგუფ „ბირჟა მაფიის” წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილების მიმართ, თუ რამ გამოიწვია უფრო ლმობიერი მიდგომა უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ისეთი დანაშაულის მიმართ, როგორიც იყო კლუბ ბასიანთან მომხდარი ინციდენტი. ასევე საინტერესოა, მოცემულ მომენტში, რის საფუძველზე გამორიცხა მოსამართლემ დანაშაულის განმეორების შესაძლებლობა ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ და რაზე დაყრდნობით შეუფარდა მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას გირაოს შეფარდების თაობაზე მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეცვალა.

საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული „პრივილეგირებული ოჯახის” წევრია, რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი.

იმისათვის, რომ გაქარწყლდეს საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები შერჩევითი მართლმსაჯულების თაობაზე და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სწრაფი გამოძიება. თავისმხრივ, ხელმომწერი ორგანიზაციები გავაგრძელებთ სასამართლოში საქმის განხილვაზე დაკვირვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საფარი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42