21 იანვარს ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საზოგადოება - 12:08, 20 Jan, 2018     1571

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება. „მსოფლიო თოვლის დღე“ მასშტაბური ღონისძიებაა და მასში 45 ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდებში ზამთრის სპორტის პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდა. ამ დრომდე ღონისძიება 645 ზე მეტ კურორტზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა 600 000 ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ,,თოვლის მსოფლიო დღე“ ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ავსტრიაში, კანადაში, საფრანგეთში, ისლანდიაშსი, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში.

21 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამინისტროს, კომპანია ,,სილქნეტის“, დეველოპერული კომპანია ,,რედკოს“ და ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება. გაიმართება ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, ჩატარდება სახალისო შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას. გუდაურში, „მსოფლიო თოვლის დღეს“ შეუერთდება კულინარიული სკოლა „კარამელი“, „ბასტი ბუბუს“ მომღერალი ბავშვები და ანიმატორთა ჯგუფი „მხიარული ავტობუსი“. აქტივობა დაიწყება 12 საათზე გონდოლის ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაბა ბაკურიანში კი 17:00 სთ-ზე, ბავშვებს პარკი „ჯოილენდი“ უმასპინძლებს. ღონისძება ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება.

მოინიშნეთ კალენდარში 21 იანვარი, მსოფლიო თოვლის დღე საქართველოში!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42