სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - დაკავებული და 48 საათში გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამამ ზურაბ ჭანტურიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ იგი სამსონ ქუთათელაძე მხოლოდ გამარჯობით იცნობდა და ვერ უკავშირებს გენერლის მკვლელობას მისი შვილის დაკავების ფაქტს. მისივე თქმით, მან რუსთავში ბაზარი 2010 წელს ხუთ პირთან ერთად დაარსა.
„რუსთავში ბაზარი 2010 წელს ხუთ პირთან ერთად დავაარსე. ამის შემდეგ ჩემთვის წილების ჩამორთმევა მოხდა. 2012 წლის შემდეგ საქმე პროკურატურაში შევიტანე. რაც შეეხება ქუთათელაძეს, მე მას მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი და ვერანაიარად ვაკავშირებ ჩემი შვილის დაკავებას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან. ასევე მიჭირს დაკავშირება ჩემი შვილის დაკავებასა და რუსთავის მერიიდან ჩემს გამოშვებას შორის“, - განაცხადა ზურაბ ჭანტურიამ.
ზურაბ ჭანტურიას განცხადებით, იგი 28 დეკემბერს რუსთავის მერიაში დაიბარეს და განუცხადეს, რომ სამსახური უნდა დაეტოვებინათ მას და მის შვილს. ჭანტურია იხსენებს, რომ რუსთავის მერს არნიშნულის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, განუცხადა, რომ პარტიის ზედა ფენებში მიიღეს გადაწყვეტილება.
მასალის გამოყენების პირობები






