ჩატაევი შესაძლოა, პანკისში აღარ დაკრძალონ
საზოგადოება - 12:33, 19 Jan, 2018     3011
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ცხედრები ამ დრომდე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია.

როგორც ირკვევა, პანკისის ხეობის მცხოვრებლები ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ.

უხუცესები აცხადებენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სურვილი არ აქვთ, ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრები ხეობაში დაკრძალონ.

ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის შემდეგ, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა, ხეობის სახელით, თავდაპირველად ცხედრების გადაცემა მოითხოვა.

მაშინ ხანგოშვილი აღნიშნავდა, რომ უხუცესები არ იზიარებენ ცალხელა ახმედისა და მისი ჯგუფის ტერორისტულ იდეებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო გადაწყვეტდა ჩატაევის ნათესავებს ცხედრის ფრაგმენტები გადაეცა, მას დუისის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

საერთაშორისო ტერორისტის ერთ-ერთი მეუღლე სწორედ სოფელ დუისიდანაა და წლების განმავლობაში შვილთან ერთად სწორედ იქ ცხოვრობდა.

„ნიუპოსტი“ ხანგოშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. ადგილობრივი ჟურნალისტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჩატაევის პანკსის ხეობაში დაკრძალვა ერთი ადამიანის სურვილი იყო და ამაზე კოლექტიური შეთანხმება არ ყოფილა.

სულხან ბორძიკაშვილმა არ იცის, იგივე აზრზეა თუ არა ხანგოშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42