მე-10 საბავშვო ბაღის ძველი შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. ძველი ბაღის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა. სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მოხდა ბაღის შენობის ფასადის საიზოლაციო მასალით დათბუნება, დამონტაჟდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები, შემოიღობა და კეთილმოეწყო ბაღის ეზო. უახლოეს პერიოდში ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების სატენდერო ღირებულებამ 1 078 222 ლარი შეადგინა, საიდანაც მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 13.76 % იყო.
მასალის გამოყენების პირობები






