“აღნიშნული შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა ეს სურსათთან დაშვებულია” – გიორგი მიქაძე
საზოგადოება - 19:13, 17 Jan, 2018     1149

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე საბავშვო ბაღებში რძის ღვინის შეფუთვით შეტანის ფაქტზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც:

„ცხელი ხაზით იყო შემოსული სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული შემთხვევის შესახებ. სააგენტოს მიერ განხორციელდა საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმება. კერძოდ, 4 ბაგა-ბაღი შემოწმდა. ასევე, იმ კომპანიის არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა, საიდანაც ეს რძე იყო წამოღებული. აღნიშნული შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა ეს სურსათთან დაშვებულია, სურსათთან უშუალო შეხებაშია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება. ჩვენ მიერ შემოწმების შედეგად, შეფუთვის კუთხით დარღვევა არ აღმოჩენილა. შესაძლოა მწარმოებელს არ ჰქონოდა იმ წუთში იმ შეფუთვის მარაგი, რომელსაც უშუალოდ იყენებს და ჰქონდა სხვა მარაგი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენა.

ეტიკეტის ნაწილში დარღვევა არ დაფიქსირებულა ჩვენი შემოწმების შედეგად. ჩვენს მიერ ამ შემთხვევაში არანაირი სანქცია არაა გამოყენებული, რადგან აქ არ გვაქვს ის სამართალდარღვევა, რომლის გამოც შესაძლებელია მივიღოთ რაიმე სანქცია. არაგეგმური ინსპექტირების დროს მიცემული მითითებები თუ არ შესრულდება, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ სანქცია“, - განაცხადა მიქაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42