ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა
საზოგადოება - 16:32, 17 Jan, 2018     1148

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი დაათვალიერა და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყო, დაიდგა 120 დეკორატიული სანათი, ხის პერგოლა და გაკეთდა დეკორატიული ღობეები. გარდა ამისა, დაიგო ქვაფენილი და მოეწყო ბორდიურები.

თბილისის მერმა ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას სკვერის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ პასუხისმგებლობას მოვლა-პატრონობაზე და მოწესრიგებაზე, მაგრამ მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ მივიღოთ ის შედეგი, რაც კონკრეტულ რაიონებში, სკვერებში არა ერთხელ იქნა დაფიქსირებული და ნაჩვენები მედიის საშუალებით. წინასაახალწლო დღეებშიც სხვადასხვა სახის დაზიანების და ქურდობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. თქვენ იცით, ქალაქში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა და შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელებით უნდა შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება. ამ კომპლექსურ პრობლემას, რა თქმა უნდა, მხოლოდ პარკები და სკვერები არ უშველის, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც შეგვაძლებინებს პრობლემის გამოსწორებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა, ასევე, უზრუნველყო სკვერის გამწვანება. ტერიტორიაზე ხეები და სხვა ტანდაბალი მცენარეები დაირგო, მათ შორის კვიპაროსი, მტირალა თუთა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, ტუია, ფოტინია და ოლეანდრა.

სკვერის ფართობი ერთ ჰექტარია, ხოლო პროექტის საერთო ღირებულება 740 000 ლარია.

თბილისის მერთან ერთად სკვერში მიმდინარე სამუშაოებს დღეს მერის მოადგილე მაია ბითაძე და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42