თბილისის მერიის სსიპ „ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ დღეს ბაღებში კვებასთან დაკავშრებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბაღებში დაფიქსირდა არასაკმარისი პროდუქტის ფაქტი, ან კალორაჟთან დაკავშირებით რეგულაციის დარღვევა, მკაცრი რეაგირება მოხდება:
“ეს მენიუ და კალორაჟი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 1292 კალორიაა განსაზღვრული დღიური ნორმა და ეს რეგულაცია ჯანდაცვის სამინოსტროს ინიციატივით შემოვიდა შარშან ოქტომბერში, აქედან გამომდინარე, კვების პროდუქტები ბაღებს მიეწოდება ამ რეგულაციების შესაბამისად. ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეგულაციის შემოღების შემდეგ, ბაღების მართვის სააგენტოს მიერ შემუშავდა მენიუ ექსპერტების დახმარებით, რომელიც ამ სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამება. აქვე აღვნიშნავ, რომ ბაღებში შეტანილი პროდუქტის ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც არის დადგენილი მთავრობის 487-ე დადგენილებით, რომელიც გასული წლის ოქტომერში მიიღეს. მთავრობის ეს დადგენილება ამასთანავე, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თუ რომელიმე ბაღში დაფიქსირდა არასაკმარისი პროდუქტის არსებობა, გვითხარით კონკრეტული ფაქტები და შევამოწმებთ. თუ რეგულაცია დარღვეულია, მკაცრი რეაგირება მოხდება. ერთეული შემთხვევები უნდა მითხრათ, რომ მე რეაგირება მოვახდინო. გავრცელებული ინფორმაცია, რომ პური არის ამოღებული მენიუდან, ტყუილია.
მასალის გამოყენების პირობები






