რითი იკვებებიან ბავშვები - საბავშვო ბაღებში ,,მილკოს“ რძის პროდუქტი ღვინის პაკეტებით შექონდათ
საზოგადოება - 14:23, 17 Jan, 2018     2913
„დედაქალაქის მერია, ბაღების მართვის სააგენტო ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და ჩვენ მიერ მოხდება ყველა, ნებისმიერი სახის მცირე ზომის გადაცდომაზეც შესაბამისი რეაგირება. ჩვენთვის მთავარი არის ხარისხი და გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

მერის მოადგილის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, გეგმიურ მონიტორინგზე, რამდენიმე საბავშვო ბაღში გამოავლინა რძის პროდუქტი, რომელიც ჩამოსხმული იყო განსხვავებული დიზაინის პაკეტში, ხოლო შემდგომ შეფუთული იყო თერმომდგრადი პაკეტით, რომელსაც დატანილი ჰქონდა რძის ეტიკეტი. აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ იმ დღესვე მიმართა მომწოდებელ კომპანიას ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორების მოთხოვნით.

„ჩვენ მიერ მოხდა ამ კონკრეტული მიმწოდებელი კომპანიისთვის მითითება, რომ გამოსწორებულიყო შესაბამისი ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც ამ კომპანიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ იმ ეტაპისთვის ამოწურული იყო შესაფუთი პაკეტების მარაგი და რაოდენობა. გაკეთებული არის შესაბამისი შეკვეთა და უახლოეს პერიოდში მოხდება ამ ხარვეზის გამოსწორება”, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილის განმარტებით, მერიამ უკვე მიმართა შესაბამის ლაბორატორიას, რომელიც აღნიშნულ შეფუთვაში არსებული რძის ხარისხს შეამოწმებს.

„უახლოეს დღეეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას ამ კომპანიასთან, თუ იქნება პასუხი, რომ ეს არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ამ კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ დღეს დილით შეამოწმა კომპანია „მილკო“ და შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ პაკეტის შიგთავსი, რომელშიც რძე არის ჩამოსხმული, არის უსაფრთხო, ერთჯერადი მოხმარების, საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილი.

„ეს არ იყო ღვინის პაკეტი, ეს არის ჩვეულებრივი პაკეტი, რომელზეც მხოლოდ დიზაინი არის გაკეთებული ღვინის წარწერით, თუმცა შემადგენლობით სრულიად უსაფრთხოა“ - განმარტა მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანმა საბავშვო ბაღების მენიუზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შემცირებულია არა საკვების ოდენობა, არამედ კალორაჟი. მისივე თქმით, მენიუს ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით და ემყარება ექსპერტულ შეფასებებს.

„საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობა არის შეცვლილი. მენიუში ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მენიუ არ არის ბაღების მართვის სააგენტოს ან მერიის რომელიმე თანამშრომლის მიერ შედგენილი, ეს არის შესაბამისი ექსპერტების მიერ შედგენილი მენიუ“ - განაცხადა მერის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42