აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის წელს 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
საზოგადოება - 11:52, 17 Jan, 2018     1829
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 50 მილიონამდე ლარია გამოყოფილი, ღონისძიებები კი სამ ეტაპად განხორციელდება. საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად ფაროსანასთან ბრძოლაში დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული.


"პირველი ეტაპი არის მასიური და საყოველთაო მონიტორინგი მთლიანად საქართველოში ფერომონების მეშვეობით. განთავსდება 100 000-ზე მეტი ფერომონი და იქნება პრაქტიკულად ყოველკვირეული მონიტორინგი, რის მეშვეობითაც გვეცოდინება, სად და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა. მეორე ძირითადი პოსტულატი არის, რომ ფერმერები თვითონ დაამუშავებენ თავიანთ ნაკვეთებს და სახელმწიფოსგან ისინი მიიღებენ დამუშავებისთვის საჭირო რეკომენდაციებს, როდის და რა ნაბიჯები უნდა გადადგან. მესამე მნიშვნელოვანი ნაწილია სახელმწიფო, რომელიც აძლიერებს ავტოპარკს - 2012 წელს გვყავდა მხოლოდ 12 ერთეული მანქანა და 2018 წელს გვეყოლება დაახლოებით 152 ერთეული საშუალება. ამ საშუალებებით ჩვენ დავამუშავებთ მილიონ ჰექტრამდე საჯარო სივრცეს და ეს არის ის ადგილები, რომლებიც არ არის ვინმეს საკუთრება, მაგრამ ამ ადგილების დამუშავება არის აუცილებელი. მიმდინარე ღონისძიებები როგორც ფერმერების, ისე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება გარემოს დაცვის ღონისძიებების უმკაცრესი დაცვით.

რაც შეეხება ბიუჯეტის განკარგვას, დაახლოებით 50 მლნ ლარით მოხდება შესაწამლი ტექნიკის შესყიდვა, მოხდება წამლის შეძენა და ასევე საწვავის შეძენა, მომსახურე პერსონალის დქირავება და ა.შ”- აცხადებს ხანიშვილი.

მისი თქით, შესაძლოა დაიწყოს მოკვლევა ბიოლოგიური მტრის შემოყვანის მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42