გურიაში ღორების მოპარვის ბუმია - „ადრე რკინის საწოლებს იპარავდნენ, ახლა ღორების ქურდობა დაიწყო"
კრიმინალი - 11:40, 17 Jan, 2018     4686

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ქურდობამ იმატა, - ამის შესახებ „ნიუპოსტს“ რამდენიმე ადგილობრივმა აცნობა.

როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, სოფელში ბოლო დღეებში ორი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს. ორივე სახლი გვარად ლომჯარიებს ეკუთვნით, ერთი მათგანის, ბ.ლომჯარიას ოჯახი დედაქალაქში ცხოვრობს და ოზურგეთში მხოლოდ ზაფხულობით ჩადის. მეორე ს.ლომჯარიას სახლი კი დაკეტილია.

„ძირითადად დაკეტილ სახლებს ქურდავენ, გააქვთ ყველაფერი - ლეიბები, საბნები, ქვაბები, რისი წაღებაც კი შესაძლებელია. ალბათ, ყიდიან მერე,“ - ამნბობს ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იმ მოტივით იკავებს, რომ მიუხედავად სოფელში მომხდარი არაერთი ქურდობისა, მისი გახმაურება არ სურთ.

„არაერთი ფაქტია ქათმის, ხბოს, ღორის მოპარვის, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ალბათ, მხოლოდ უბნის რწმუნებულს ეუბნებიან და ელოდებიან, როდის მოეღება ამას ბოლო. გასულ წელს რკინის საწოლებზე იყო მაღალი მოთხოვნა. თუ კი რომელიმე სახლში რკინის საწოლი იდგა და პატრონს სადმე გასულს დაიგულებდნენ, იპარავდნენ და ალბათ, ჯართში აბარებდნენ. ახლა შინაური ფრინველებისა და ცხოველების ქურდობას მიჰყვეს ხელი. მოშივდა ხალხს და თუ ვინმესთან რამეს დაიგულებენ, სტაცებენ ხელს,“ - ამნბობს ქალბატონი.

გახშირებული ქურდობის ფაქტებზე გამგებლის წარმომადგენელს ჭანიეთში ირაკლი რამიშვილს დავუკავშირდით.

რამიშვილი გვპასუხობს, რომ მისთვის კონკრეტული ქურდობის ფაქტზე არავის მიუმართავს: "ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, რამე მოპარესო, უბნის რწმუნებული გვყავს და ალბათ, იმასთან გაარკვევდნენ".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42