"მე მის საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები დავიცვა მისი და ჩემი ოჯახის ღირსება... ის არც მკვლელია და არც მოძალადე! ამდენი ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ამ დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ გაისმის, ჯერ არ მსმენია... ადამიანს დანით მოკლავ, თუ სიტყვით, რა მნიშვნელობა აქვს... გთხოვთ, იყავით კორექტული და ნუ გადადიხართ ზღვარს... ჩვენ არც პრივილეგირებული ოჯახი ვართ და არც პრივილეგიებით ვსარგებლობთ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია... ამასაც გადავიტანთ და ჩვენთანაც მოვა გაზაფხული... გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ზვიად მესხს და თუ როდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეუყვარდება... ” - აღნიშნავს ბრალდებულის მამიდა.
ბრალდებულმა 13 იანვარს კლუბ ბასიანთან მ კლუბის დაცვის 2 წევრსა და 1 პოლიციელს დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა, თუმცა საქალაქო სასამართლომ 27 წლის ბიჭი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






