თიბისი გალერეამ ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღამოს და მის შესახებ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა
საზოგადოება - 10:33, 17 Jan, 2018     1512

თიბისი გალერეაში ოლიკო ჟღენტის წიგნის “ნიღბის მიღმა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებას და შემოქმედებას ასახავს. წიგნი მსახიობის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმიც.

წიგნში „ნიღბის მიღმა“ ოთარ მეღვინეთუხუცესი მკითხველის წინაშე განსხვავებული რაკურსითაა წარდგენილი. წიგნი 4 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მსახიობის პირად მოგონებებს, ჩანაწერებს, ინტერვიუებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდის ქართულ და უცხოურენოვან ჟურნალ-გაზეთებიდან, რადიო-სატელევიზიო გადაცემებიდან არის მოძიებული. წერილების, პირადი ჩანაწერების ნაწილი და მსახიობის სამუშაო დღიურები პირველად ქვეყნდება.

მეორე ნაწილში შესულია ქართველი და უცხოელი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების, რეჟისორების და სხვა ცნობილი ადამიანების სტატიები, რეცენზიები, წერილები. მესამე ნაწილში ოთარ მეღვინეთუხუცესს იხსენებენ ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და ყოფილი პარტნიორები. მეუღლის შესახებ საუბრობს გურანდა გაბუნიაც. წიგნის დანართში კი თავმოყრილია ინფორმაცია ოთარ მეღვინეთუხუცესის ჯილდოებისა და დამსახურებების შესახებ. წიგნს თან ახლავს აუდიოჩანაწერების კრებულიც, რომელიც მოიცავს ფრაგმენტებს თეატრალური დადგმებიდან და რადიოსპექტაკლებიდან.

წიგნი პრეზენტაციაზე დამწრე სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42